თეგებით ძიება
22. 02. 2024 მსოფლიო

სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას - ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა. ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს, რადგან მათი მიზანი მხოლოდ დამოუკიდებლობის დაცვა და ქვეყნის მდგრადობის გაზრდაა.

"თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თავდაცვის სფეროში, ფაქტობრივად, ჩვენ დავამყარეთ ახალი ურთიერთობები, რაც აუცილებელია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ არის კრიტიკა და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა, როგორც ვთქვი, აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის დაცვა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა." აღნიშნა ფაშინიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა