თეგებით ძიება

გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების კვეთასთან ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 24-დან 28 თებერვლამდე იმოქმედებს.

შეზღუდვის პერიოდში, ქერჩის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩაზე მოხვედრას ფორე მოსულიშვილის ქუჩის გამოყენებით შეძლებენ, ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი ქერჩის ქუჩის მიმართულებით ხიზაბავრის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების საშუალებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ქერჩის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N351, N373 და N355, ასევე, მიკროავტობუსები: N512, N517, N518, N548 ვასაძის ქუჩის ნაცვლად მოსულიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.

ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი „ახმეტელის თეატრის“ მიმდინარე ტერიტორიიდან მგზავრებს ვასაძის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩების გავლით მოემსახურება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა