თეგებით ძიება

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა "ენმ"-ის ზუგდიდის ორგანიზაცია დატოვეს

ზუგდიდში, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 14-მა წევრმა  დატოვა. ყველა მათგანი ექსთავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდს უერთდება. 

წასულებმა „ნაცმოძრაობის“ დატოვების მთავარ მიზეზად ახალ ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობა და მენეჯმენტთან შეუთავსებლობა დაასახელეს. 

"პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დავტოვეთ პარტია ენმ და გადავდივართ მელიასთან ერთად ბრძოლაში.

წელს არის საარჩევნო წელი, ჩვენ ვიბრძოლებთ ნიკა მელიასთან ერთად ღირსებითა და სიმართლით, ვაპირებთ ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას და დამარცხებას ბიძინა ივანიშვილის" აცხადებენ წასულები 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა