"ორი ანგელოზი გოგონას მამა იყო...“ - დანიაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს
დანიაში ქართველი ემიგრანტი, 32 წლის ფრიდონ იაკობაძე მოკლეს. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"გლოვობს ჩემი ბათუმი, შავებით შემოსე ყველა, ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი... საშინელებები არ ილევა. უფალს ებარებოდეს ეს ანგელოზი, რა მწარე ტკივილია... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. სიკეთის ბიჭი მოგვიკლეს...
32 წლის ვაჟკაცო, ჩვენო ფრიდონი, შენი ორი პატარა პრინცესა როგორ დააობლეს რას გერჩოდნენ რას....
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები, ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ფრიდონი იაკობაძის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული...“ - წერს შოთო სიხარულიძე.