თეგებით ძიება

რაზე მიგვანიშნებს თეთრი ლაქები ფრჩხილებზე

ფრჩხილის ფირფიტებზე თეთრი ლაქები არასპეციფიკური სიმპტომია, სამედიცინო ენაზე ამ მოვლენას ლეიკონიქიას უწოდებენ.

იგი შედგება წერტილოვანი ან ხაზოვანი თეთრი ლაქებისგან ფრჩხილების ზედაპირზე ან ფრჩხილის ფირფიტის სისქეში. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც იწვევს ამ ლაქების გაჩენას.

პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ფრჩხილის ფირფიტის ტრავმა (მაგალითად, დარტყმა). ეს სიტუაცია არ საჭიროებს ჩარევას. დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტა გაიზრდება და ლაქა გაქრება.

ასევე, ასეთი ლაქები შეიძლება გამოჩნდეს არასწორად შესრულებული მანიკურის ან პედიკურის გამო - ფრჩხილის ზედაპირის აგრესიული გაქლიბვით, ან ხელოვნური მასალის არასათანადო მოცილებით. ამ შემთხვევაში დრო (ფრჩხილის გათხელებული ზედაპირი ისევ უნდა გაიზარდოს) და სამედიცინო მანიკური ან პედიკური დაგვეხმარება.

რა თქმა უნდა, თეთრი ლაქები შეიძლება იყოს სოკოვანი ინფექციის გამოვლინებაც. ამ შემთხვევაში საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის გეგმის მისაღებად.

ზოგიერთ შემთხვევაში, თეთრი ლაქების გამოჩენა დაკავშირებულია ენდოგენურ მიზეზებთან (ანუ შინაგანი ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევასთან).

ეს ყოველთვის ძალიან ინდივიდუალური ამბავია, მაგრამ ხშირად ვხედავთ კავშირს ორგანიზმში თუთიის ნაკლებობასთან. ამის გადამოწმება მარტივია: უბრალოდ გაიარეთ ტესტი. ამ მდგომარეობის გამოსწორება ხდება თუთიის შემცველი საკვები დანამატების მიღებით.

იშვიათ შემთხვევებში, ფრჩხილებზე თეთრი ლაქები შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომი, მაგრამ შემდეგ ეს ზოლები ფართოდ გავრცელებულ ხასიათს იძენს, ანუ ისინი არა მხოლოდ წერტილოვანია, არ არის იზოლირებული, არამედ ნახევარმთვარეს ჰგავს, ერთი კიდიდან მეორემდე. აქ საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების: თერაპევტი, კარდიოლოგი კონსულტაცია.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა