"ასტროლოგები მას გამარჯვებების დღეს უწოდებენ“ - ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2024 წლის მარტისათვის
ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 14, 20, 21, 23 მარტი. აღნიშნულ დღეებში შეგიძლიათ, ყველა მნიშვნელოვანი საქმის, პროექტის განხორციელება, ცვლილებები, მოლაპარაკებები, იმიჯის შეცვლა, რაც გსურთ, დაგეგმოთ – შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ის საქმეები, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით, უამრავი იდეა და საინტერესო აზრი გაქვთ და ოცნებების ასასრულებლად მზად ხართ.
14 მარტს მზარდი მთვარე კუროს ნიშანში იქნება. კურო შრომისმოყვარე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პასუხისმგებლიანი და მიზანდასახული ნიშანია. ამიტომაც, შეგიძლიათ, ამ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ჩაუყაროთ საფუძველი.
20 მარტს მზარდი მთვარე ლომის ნიშანში იქნება. კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სასიამოვნო შეხვედრებისთვის, ვარჯიშისა და კვების რეჟიმის ცვლილების, ახალი საქმეების წამოწყებისთვის იდეალურია.
21 მარტს კი ენერგეტიკულად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ თარიღად თვლიან. მეტიც, ასტროლოგები მას გამარჯვებების დღეს უწოდებენ.
23 მარტს მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანში იქნება – რეორგანიზაციისთვის იდეალური დღეა. გარემოდან დაწყებული, პიროვნული ნიშნებით დამთავრებული, შეგიძლიათ, გათავისუფლდეთ ყველაფრისაგან, რაც ზედმეტი და მოძველებულია. ასევე, შეგიძლიათ, დრო თვითგანვითარებას დაუთმოთ. ამ მიმართულებითაც წარმატებას მიაღწევთ.
გარდა ჩამოთვლილი თარიღებისა, ხელსაყრელი დღეებია: 13 მარტი, 19 მარტი, 22 მარტი და 24 მარტი.
13 მარტი იდეალური დღეა ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად, უთანხმოებების განხილვისა და შეთანხმების მისაღწევად.
19 მარტს ჯობს, დრო საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებს დაუთმოთ. მათთან კომუნიკაცია, სასიამოვნო დიალოგი ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ.
22 მარტს ასტროლოგები გადამწყვეტი მოქმედებების დღეს უწოდებენ. შეგიძლიათ, საბოლოოდ დაიწყოთ, ან დაასრულოთ ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ამ დღეს კარმული ეფექტი აქვს. თუკი სიკეთეს გამოხატავთ, ქველმოქმედებაში ჩაერთვებით, ადამიანებს დაეხმარებით, კეთილგანწყობას გამოხატავთ, ეს ემოციები უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
24 მარტი, 23 მარტის მსგავსად, გათავისუფლების დღეა. გეძლევათ შანსი, გათავისუფლდეთ იმ ემოციებისაგან, რომლებმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა და წინსვლაში ხელი შეგიშალათ. დაფიქრდებით განვლილი დღეების შედეგებზე და მნიშვნელოვან დასკვნებსაც გამოიტანთ.