როგორ ავარიდოთ თავი მოსაწყენ ცხოვრებას
დაუთმეთ დრო მოხალისეობრივ საქმიანობას
დახარჯეთ დრო სხვებისთვის კარგი საქმის კეთებაში. ეს დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ სხვა მოხალისეებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებს. თუ არ შეგიძლიათ მოხალისეობა კონკრეტულ ადგილას, იფიქრეთ ფორუმის მოდერაციაზე, რომელიც ეძღვნება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს ან წვლილი შეიტანეთ ორგანიზაციის ვებსაიტის განვითარებაში.
შეუერთდით ადგილობრივ კლუბს
კლუბები და სოციალური ჯგუფები ძალიან პოპულარული და საინტერესოა, რათა შეხვდეთ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანებს. როგორც წესი, შეგიძლიათ იპოვოთ კლუბის ინფორმაცია საზოგადოებრივ ცენტრებში, ადგილობრივი ყავის სახლებში ან ინტერნეტში. წიგნის კლუბში გაწევრიანება მართლაც შესანიშნავი გზაა სოციალური შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და ამავდროულად მეტი ხალისი გექნებათ კითხვისთვის.
მოაწყვეთ წვეულება
საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა ბევრის მომცემია. თუ გაგიჭირდებათ ახალი ხალხის გაცნობა, მოაწყვეთ წვეულება და სთხოვეთ თქვენს მეგობრებს სტუმრების მოყვანა. ეს შექმნის შესაძლებლობას გააფართოვოთ თქვენი სანაცნობო და თქვენი მეგობრები დაგეხმარებიან უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი.
იმოგზაურეთ მეგობრებთან ერთად და მარტოც
გამოიკვლიეთ სამყარო, რათა აღმოაჩინოთ ახალი კულტურა და ღირსშესანიშნაობები. მოგზაურები ამბობენ, რომ უფრო ჯანმრთელები, ბედნიერები და სხვების მიმართ ტოლერანტები არიან. იმოგზაურეთ მეგობრებთან, ოჯახთან ან სამოგზაურო ჯგუფთან ერთად, რათა გაზარდოთ სოციალური ინტერაქცია. თუ სხვებთან ერთად ვერ მიდიხართ, განიხილეთ მარტო მოგზაურობაც.
ეწვიეთ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს
გახდით ღირსშესანიშნაობების ექსპერტი, მოიძიეთ ახალი ადგილები ინტერნეტით. თქვენ შეიძლება სიამოვნებით დაწეროთ მიმოხილვები ყველა იმ ადგილის შესახებ, რომელსაც სტუმრობთ. უბრალო ცვლილებებმაც კი შეიძლება დიდი სიხარული მოგანიჭოთ, მაგალითად, სცადეთ მზის ჩასვლის ყურება ლამაზ ადგილას, ან შედით კაფეში, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ.
ლაშქრობა საკუთარი თავის გამოწვევის მიზნით
თუ სიარული არ არის საკმარისად საინტერესო თქვენთვის, ლაშქრობა შეიძლება იყოს ის, რასაც ეძებთ. ლაშქრობა მოგცემთ ფიზიკურ გამოწვევას და ახალი ადგილების შესწავლის შესაძლებლობას. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ადგილობრივი ბილიკის რუკები და ინფორმაცია ინტერნეტში.თუ ახალი ხართ ლაშქრობაში, დაიწყეთ მარტივი ბილიკებით. იარეთ მეგობრებთან ერთად, რათა შექმნათ მეტი შესაძლებლობა სოციალიზაციისა და დაცულობისთვის.
წყარო : Rogor.ge