თეგებით ძიება

სად არის ღვარცოფული პროცესები მოსალოდნელი?

„ღვარცოფული ნაკადები საშიშროებას უქმნიან როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სამხედრო გზას და შიდა სასოფლო გზებს“,- ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია აღნიშნული, რომელიც 2023 წელს მომზადდა და 2022 წლის პერიოდს აღწერს.

საუბარია, მცხეთა-მთიანეთის მხარეზე, სადაც რთული გეომორფოლოგიური და გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ფართოდაა გავრცელებული ისეთი საშიში გეოლოგიური პროცესები როგორიცაა მეწყერი, ღვარცოფი, ნაპირების გარეცხვა, ქვათაცვენა და შეტბორვა.

დოკუმენტის მიხედვით, ყოველწლიურად, შესაბამისი ხელისშემწყობი პირობების ( კლიმატური, სეისმური და ანთროპოგენური) შემთხვევაში, მოსალოდნელია პროცესების განვითარება-გააქტიურება.

კერძოდ: ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ღვარცოფული ნაკადები. მათ ფორმირებას ხელს უწყობს რელიეფის დიდი დახრილობა, ხეობათა სათავეებში დიდი რაოდენობით დაგროვებული გამოფიტული ნაშალი მასალა და მყინვარული ნალექები.

ღვარცოფული ნაკადები საშიშროებას უქმნიან როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სამხედრო გზას და შიდა სასოფლო გზებს.

როგორც ბიულეტენშია აღნიშნული, ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდინარე სნოსწყლის და მისი შენაკადების ხეობებში, დევდორაკი-ამალის, კისტინკას, ყუროს, ჩხერის, ქაბარჯინას, ბიდარას და თრუსოს ხეობაში.

ამასთანავე, დუშეთის მუნიციპალიტეტი რეგიონში ხასიათდება საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურების მაღალი ინტენსივობით.

„შესაბამისი ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია როგორც თეთრი, ასევე შავი არაგვის ხეობებში განლაგებულ, პრაქტიკულად ყველა დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე. გამოფიტული, უხეშნატეხოვანი მასალა,რომლებიც ფერდობების დიდი დახრილობის გამო ადვილად გადაადგილდება ხევების კალაპოტებისაკენ, წვიმის პერიოდში წარმოადგენენ ღვარცოფული ნაკადების ფორმირების წყაროს“,- ნათქვამია დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა