რომელი დღეები იქნება 2024 წლის მარტში ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი?
მალე გაზაფხულის პირველი თვე დადგება. მარტის თვის ენერგია გარშემომყოფებთან უფრო მეტი კომუნიკაციისკენ, ზრუნვისა და სითბოს გამოხატვისკენ მოგვიწოდებს და გვექნება შესაბამისი მოტივაცია, რომ ამ მიმართულებით გავაქტიურდეთ.
მარტის პირველ კვირაში გარშემომყოფებმა შესაძლოა, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მოგმართონ დახმარებისათვის. ან თავად შეგხვდეთ გარკვეული დაბრკოლებები და საყვარელი ადამიანების გვერდით დგომა დაგჭირდეთ. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მარტის თვის ზოგადი ენერგია თითოეულ ჩვენგან არსებულ ურთიერთობებსა და კავშირებზე კიდევ ერთხელ დააფიქრებს. გექნებათ შანსი, რომ ყველას, ვისთანაც უთანხმოება გაქვთ, დაელაპარაკოთ და პრობლემა მოაგვაროთ.
დაუკავშირდეთ მეგობრებს, რომლებთანაც გარკვეული მიზეზების გამო ურთიერთობა გაწყვიტეთ, მოიკითხოთ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ. ისაუბროთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობაზეც და თუკი ყოფილ პარტნიორთან კიდევ რაიმე შეკითხვები გაქვთ, გაარკვიოთ.
თუკი მარტის პირველი კვირა ემოციურად უფრო დატვირთული იქნება და შესაძლოა, შფოთვაც ხშირად ვიგრძნოთ, თვის მეორე ნახევარი ნამდვილ სიურპრიზსა და გამართლებას გვიმზადებს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს და ეს გახდება შესანიშნავი წინაპირობა, რომ მიზნებისა და ოცნებების ასრულებისათვის რეალური ნაბიჯები გადადგან. საინტერესო პროექტები წამოიწყონ, საბოლოოდ წავიდნენ იმ გარემოდან, სადაც განვითარების პერსპექტივა აღარ აქვთ. ასევე, გეძლევათ დამატებითი ფინანსების მოძიებისა და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ფინანსური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 7, 8, 10, 14, 17, 18, 20, 21, 22, 25, 28, 31 მარტი. ამ დღეებში შეგიძლიათ, მნიშვნელოვანი პროექტები, მოლაპარაკებები, საქმის წამოწყება თამამად დაგეგმოთ, ან ფული თქვენთვის საჭირო მიმართულებით დააბანდოთ.
თვის განმავლობაში ხშირად იმპულსური გადაწყვეტილების მიღების დაუძლეველი სურვილი შეგაწუხებთ. ამიტომაც, ამ მიმართულებით ფრთხილად იყავით. ნებისმიერმა გაუაზრებელმა ნაბიჯმა შესაძლოა იმაზე მეტად დაგაზარალოთ, ვიდრე ფიქრობთ.
თვის ბოლო კვირა საკუთარ თავს დაუთმეთ. შეეცადეთ, თქვენს თავს რაიმე საჩუქარი გაუკეთოთ. ჩაერთეთ იმ აქტივობებში, რომლებიც გიყვართ და ბედნიერებას განიჭებთ. წაიკითხეთ წიგნი, ნახეთ საინტერესო ფილმები, თვითშემეცნებით დაკავდით. ასე საჭირო ენერგიით აივსებით და მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.