თეგებით ძიება

1 მარტს ღორის ეროვნული დღე აღინიშნება

 1 მარტს ამერიკელები ღორის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ფედერალური დღესასწაული არ არის,  აშშ-ის შუა დასავლეთ ნაწილში ყოველწლიურად აღნიშნავენ. 

 მისი ისტორია 1972 წელს იწყება, როდესაც ტეხასელმა მასწავლებელმა ელენ სტენლიმ და ჩრდილოეთ კაროლინელმა მერი ლინ რეივმა, ღორებზე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ საფუძველი ჩაუყარეს ღორის ეროვნულ დღეს. მისი მიზანია ღორების ღირსეული ადგილის უზრუნველყოფა. ისინი ღორებს ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან შინაურ ცხოველებათ მიიჩნევენ და ატარებენ ღონისძიებებს: ფერმებში, სკოლებში, ზოოპარკებში. სხვათაშორის, ამ დღეს ღორის ხორცის მირთმევისგან თავს სულაც არ იკავებენ. განსაკუთრებით მასშტაბური ღონისძიება 2007 წლის 1 მარტს იყო, როდესაც ღორის წელიწადი დაემთხვა.

 აღსაღნიშნავია, რომ ღორის ხორცი ამერიკულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს და მისგან დამზადებული კერძები თითქმის ყველა ოჯახის სუფრას ამშვენებს. მხოლოდ ილინოისის შტატში, ღორის მრეწველობას ეკონომიკაში 1.9 მლრდ. აშშ დოლარი შეაქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა