თეგებით ძიება

"ადამიანები ყოველთვის არ გრძნობდნენ სიყვარულს, ერთგულებას, ბედნიერებას, იმედს..." - როდის განვითარდა ადამიანებში აბსტრაქტული აზროვნების უნარი?

 ცოტა ხნის წინ, ახალ კვლევებზე აკადემიური სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მიმოხილულია თუ როგორ განუვითარდა ადამიანების გვარს აბსტრაქტული აზროვნება. "ადამიანები ყოველთვის არ გრძნობდნენ სიყვარულს, ერთგულებას, ბედნიერებას, იმედს.."-წერია სტატიაში. რა არის აბსტრაქტული აზროვნება?

 აბსტრაქტული  აზროვნება  ესაა  ფიქრისა  და  რთული  ცნებების  გაგების  უნარი, რომელიც  არ  არის  დაკავშირებული  კონკრეტულ  რეალურ  ობიექტთან, სიტუაციასთან  ან  გამოცდილებასთან.  ანუ  ესაა  უნარი,  ვიფიქროთ/ვიმსჯელოთ იმაზე  რაც  აბსტრაქციაა  (განყენებული  ცნება).  ის  უმაღლესი  დონის  აზროვნებაა, რომელიც ახასიათებთ ადამიანებს. აბსტრაქტული ცნებებია: იუმორი, სიყვარული, ეჭვიანობა  და  ა.შ.  თითოეულს  ფიზიკური  სახე  არა  აქვთ,  თუმცა  ნამდვილად არსებობენ.  ანთროპოლოგიასა და  არქეოლოგიაში  აბსტრაქტული  აზროვნების შესახებ  კვლევას დიდი  ადგილი  უჭირავს.  ჩვენს სახეობას/სახეობის  წინაპრებს  ეს უნარი ევოლუციური განვითარების პროცესში გაუჩნდათ და განუვითარდათ. 1859 წელს ჩარლზ დარვინმა საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნებით,  გადატრიალება  მოახდინა  და  საფუძველი  ჩაუყარა  ევოლუციის თეორიას.  ევოლუციურად  ადამიანები და  მისი მსგავსი  მაიმუნები ერთი  საერთო წინაპრიდან  წარმოიშვნენ  და  სხვადასხვა  მიმართულებით  განვითარდნენ  (ე.გ. ევოლუცია  არ  უნდა  გავიგოთ  სწორხაზოვნად).

 კითხვა  შემდეგია:  როდის  და  რატომ  მოხდა  აბსტრაქტული  აზროვნების ფორმირება?

  არსებობს  თეორია,  რომლის მიხედვითაც  ხელსაყრელმა  კლიმატურმა  პირობებმა და  ცეცხლის  მოპოვებამ,  რომელსაც  მოგვიანებით  საკვების/ხორცის  მომზადების დახვეწა და რაციონის გამდიდრება მოჰყვა ჰომოს გვარის წარმომადგენლების ტვინს ზრდა-განვითარების შესაძლებლობა მისცა. ცილებითა და ლიპიდებით მდიდარმა ცხოველურმა საკვებმა  მუხტი მისცა ნერვული და ფსიქიკური  სისტემის ფორმირებას. ადამიანებმა ლაპარაკი 35,000-200,000 წლის წინ დაიწყეს, სხვადასხვა ვარაუდით. 1990-იან  წლებში  მეცნიერმა  კრისტოფერ ჰენშილვუდმა  აფრიკაში  აღმოაჩინა ხელოვნების  ნიმუშები, რომლებიც დათარიღებულია 70,000  წლით.  ამის გათვალისწინებით  შეიძლება  ითქვას  რომ  აფრიკაში ადამიანებს  მინიმუმ 70,000 წლის  წინ  შეეძლოთ  აზროვნება  და  საუბარი. ამ  ტიპის  აზროვნების  განვითარება მჭიდრო კავშირშია ზოგადად ადამიანური ენის განვითარებასთან.   დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეს სწორედ 50,000-100,000 წლის წინ განვითარდა ჰომო საპიენსთან. ბოლო წლებია კი თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოყენებით, ნეიროარქეოლოგები აქტიურად  ამტკიცებენ რომ აზროვნების პირველი ფესვები ჯერ კიდევ ჰომო ერექტუსიდან იწყება.

 ჰომო საპიენსი ისწრაფვის თავის მორთვისა და ხელოვნებისკენ. მას უჩნდება ესთეტიკის აღქმისა უნარი. არსებობს მოსაზრება, რომ არც ნეანდერტალელები ჩამოუარდებოდნენ საპიენსებს ამ მიმართულებით. ნეანდერტალელებში ვხვდებით მიცვალებულთა  დაკრძავის რიტუალებსაც.

 მოპოვებულ არტეფაქტებსა და ლინგვისტურ კვლევებზე დაყრდნობით  მეტად  სავარაუდოა, რომ აბსტრაქტული აზროვნება განვითარდა მეტყველების განვითარებასთან ერთად დაახ. 100,000 წლის წინ ჰომო საპიენსთან. ამ  მიმართულებით საკვლევი ძალიან ბევრია, რაც დაგვეხმარება ნათელი მოვფინოთ საკითხს.

 შედარებით ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ავტორის სტატია საერთაშორისო აკადემიურ ქსელ Research Gate-ზე

ავტორი: გიორგი აბულაძე

ბედნიერებას, იმედს...


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა