თეგებით ძიება

თუ ვინმეს სურს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იმუშაოს, ჩვენი კარი ღიაა - მიხეილ სააკაშვილი

"თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, იმუშაოს - ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის პარტიული ბორდის დონეზე.

მე დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მიცემს ცვლილებებს.

მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან.

არავის კრიტიკას ვაპირებ, მითუმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ნაციონალური მოძრაობის კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გაანალიზონ თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია." - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა