პომპეიში გათხრების შედეგად მითოლოგიური სცენის ამსახველი ფრესკა აღმოაჩინეს
პომპეიში არქეოლოგიური სამუშაოების და რესტავრაციის შედეგად მითოლოგიური სცენის ამსახველი ფრესკა აღმოაჩინეს. ფრესკაზე ჩანს ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები ფრიქსოსი და მისი ტყუპი და ჰელე, რომლებიც დედინაცვალს ოქროს ვერძზე ამხედრებულები გაურბიან, თუმცა ჰელე წყალში ვარდება და იხრჩობა. მითოლოგიის მიხედვით, ფრიქსოსი ის გმირია, რომელმაც ოქროს საწმისი კოლხეთში ჩაიტანა.
ინფორმაცია აღმოჩენილ ფრესკაზე თავდაპირველად ნეაპოლის სამხრეთით მდებარე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა გაავრცელა. სარესტავრაციო სამუშაოები ამჟამად პომპეიში ე.წ. ლედას სახლის გარშემო მიმდინარეობს, სადაც აღნიშნული ფრესკა იპოვეს. პომპეის გათხრების დირექტორის, გაბრიელ ზუხტრიგელის თქმით, ფრესკა ოქროსფერ-ყვითელ კედელზეა შესრულებული და დელიკატური დეკორაციებითაა გაფორმებული.
ფრიქოსისა და ჰერას ეპიზოდის გარდა იმავე ტერიტორიაზე სხვა ფრესკები, ნატურმორტები და ქალების პორტრეტებიც აღმოაჩინეს.