თეგებით ძიება

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის ახალი დეტალები, გამოძიებამ ბრალდებულისა და მსხვერპლის მიმოწერა გახსნა

განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ჩადენილი ფემიციდი. 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს მკვლელმა, მისივე თანატოლმა და ნათელმირონმა, ვიდრე მოკლავდა ხელები მავთულით შეუკრა, შემდეგ კი დანა 59-ჯერ დაარტყა. პროკურატურამ გახსნა ქალის ტელეფონი და ინსტაგრამ მიმოწერა, საიდანაც დგინდება, რომ ახალგაზრდა კაცს ქალი მის საკუთრებად მიაჩნდა; 

მოკლულის ოჯახის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ქეთი ჯავახიშვილი ძალადობის მსხვერპლი ცინდელიანის მხრიდან სხვა დროსაც გამხდარა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ მოკლულ ქალს არ უსაუბრია. მათივე ინფორმაციით, მოკლულს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა, რასაც ახლობლები სწორედ ცინდელიანის მხრიდან ძალადობას უკავშირებენ. 

2024 წელს ეს არის ფემიციდის მესამე შემთხვევა. ფემიციდი -  გენდერული ნიშნით ქალის  მკვლელობა - ქვეყნისთვის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა