4-10 მარტი - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
დროა დაფიქრდეთ კარიერაზე, ჯანმრთელობასა და იმიჯზე. ნებისმიერი სირთულის სიტუაციას დააღწევთ თავს. კარგი პერიოდია გადაადგილებებისა და უცხოებთან საურთიერთოდ. მოჭარბებული ენერგია სჯობს შემოქმედებითად დახარჯოთ.
კურო
გაიზრდება თქვენი შარმი და ქარიზმა, რაც საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის. მოერიდეთ ჭირვეულობას და კრიტიკას. შორეული მოგზაურობა ამ პერიოდში სასურველ წარმატებას არ მოგიტანთ.
ტყუპები
მოერიდეთ თავყრილობებსა და ბევრ ხალხთან კონტაქტს. შესაძლოა ახლობლებმა კონფლიქტურ სიტუაციებში ჩაგითრიონ, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდება. არ არის რეკომენდებული რისკი და ფულის ვალში აღება.
კირჩხიბი
მხოლოდ ადრე დასახული გეგმით იმოქმედეთ. დაამყარეთ კარგი ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, რათა დასახულ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. ყურადღებით იყავით საბუთებთან მუშაობისას და მოლაპარაკებების ჩატარებისას. სასიყვარულო პარტნიორი ყველა სიტუაციაში დაგიჭერთ მხარს.
ლომი
ხშირი შეხვედრები და დროსტარება სჯობს შეამციროთ, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. გაიზრდება თქვენი ამტანობა. კარი იქნება იმიჯის შეცვლა. დრო ხელს უწყობს კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლებას. თუ მოზღვავებულ ენერგიას დაუთმობთ საყვარელ ადამიანს, ეს ორივეს დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.
ქალწული
თავს ენერგიულად იგრძნობთ. გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანობა დაგეხმარებათ შემოქმედებითად და შედეგიანად მუშაობაში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი მოთმინებაა საჭირო.
სასწორი
ახალი საქმის დაწყებისას მეტი სერიოზულობა გმართებთ. წინააღმდეგობების გადალახვა ახალი მეთოდებით მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მათ პრობლემებს. ეცადეთ არ იკამათოთ. მშვიდ გარემოში დასვენება, ან ახლო მოგზაურობა გაგიუმჯობესებთ განწყობას.
მორიელი
კარგი დროა ავტორიტეტის გასამყარებლად და თანამოაზრეების საძიებლად. უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად შესაძლებელი იქნება საქმეებში მიზნის მიღწევა, ოღონდ ნუ გარისკავთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დაწესებულებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
მშვილდოსანი
ნუ ეცდებით გარშემომყოფების მართვას. მოერიდეთ კოლეგებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან კამათს. უმჯობესია ეს პერიოდი მშვიდად განვლოთ. მგზავრობა სჯობს გადადოთ, რადგან არსებობს უეცარი ავადმყოფობისა და გაუთვალისწინებელი უსიამოვნებების ალბათობა.
თხის რქა
გაიზრდება თქვენი მგრძნობელობა. ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. ნუ იმოქმედებთ ძალისმიერად. მეტად უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. მოგზაურობისას მოერიდეთ მაღალ სიჩქარესა და აზარტს.
მერწყული
თქვენი ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, რაც შესაძლოა მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ. თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ.
თევზები
გაიზრდება თქვენი ამტანობა და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. დიდი ჩანაფიქრების ხორცშესხმის და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ახალი კავშირების დამყარება, სასიყვარულო შეხვედრები.