თეგებით ძიება

„დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის… ფრთხილად იყავით“ - მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი „იმედის დილასთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ 5 მარტიდან იწყება რთული პერიოდი, მათ შორის განსაკუთრებით ვერძებისთვის.

„არის საყურადღებო მომენტები. დღეს, ხვალ, ხუთშაბათს და შაბათს გვაქვს გეომაგნიტური დღეები. ეს არ ეხება იმ ადამიანებს, ვინც არის ჯანმრთელი და არ უჩივის გულის პრობლემებს. ცოტა მეტი ყურადღება ამ დღეებში, მათ შორის მოხუცების მიმართ აუცილებელია. ეს ოთხი დღე ყურადღება მიაქციეთ წნევას.

შემდეგ კვირას ახალმთვარეობა გველის თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რაც უარყოფით ენერგიას აგზავნის დედამიწაზე, ამ ენერგიას თევზები და კირჩხიბები განსაკუთრებულად გრძნობენ. 10 მარტი, კვირა არის რთული დღე, მაგრამ პარასკევიც და შაბათიც ითხოვს ყურადღებას, საჭესთან ფრთხილად და ყურადღებით, დადებითად უნდა გავატაროთ, იუმორთან, ბუნებასთან ურთიერთობა არის კარგი.

არაფერი მნიშვნელოვანი და სარისკო კვირას არ დაიწყოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ გააკეთოთ სერიოზული განცხადებები 10 მარტს და განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ თვალებს, ლიმფურ სისტემას. კვირას ალკოჰოლური სასმელები იკრძალება, რადგან ადამიანის ქცევა არაადეკვატური ხდება…“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა