თეგებით ძიება

რა უნდა ვიცოდეთ 10 მარტის ახალმთვარეობის შესახებ

მარტი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენითაა სავსე. ეს მხოლოდ ახალ მთვარეს არ ეხება, რომლის ეფექტიც მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. თვის ბოლოსკენ დაბნელების დერეფანი იწყება და ამავდროულად, არც გაზაფხულის ბუნიობა უნდა გამოგვრჩეს, რომელიც სწორედ მარტშია. 

თევზების ნიშანში ახალი მთვარე მართლაც რომ ემოციური აღმოჩნდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10 მარტს მოგვიწევს, საკუთარ შეცდომებს, გამარჯვებებს, წინგადადგმულ ნაბიჯებს, ვერგანხორციელებულ სურვილებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ და საბოლოოდ განვსაზღვროთ, რისი გაკეთება გვსურს მომავალში. ეს კი პიროვნულ ტრანსფორმაციაში განსაკუთრებით გამოგვადგება.

შესაძლოა, აღნიშნულ დღეს ძლიერი შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა, ერთგვარი იმედგაცრუებისა და სინანულის შეგრძნება გვქონდეს. წარსულში დატოვებულმა საქმეებმა, ურთიერთობებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს თავი. თუმცა, ეს პერიოდი მალე გაივლის.

იქიდან გამომდინარე, რომ ემოციური ფონი მომატებულია, კომუნიკაციაც გართულებული იქნება. ამიტომაც, საყვარელ ადამიანებთან, კოლეგებთან, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში დიდი ყურადღების გამოჩენა მოგიწევთ, რადგანაც მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

თუკი ამ დღეს ახლობლები, საყვარელი ადამიანები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. მათი მხარდაჭერა, დროის სასიამოვნოდ გატარება დაგეხმარებათ, რომ განწყობა გაიუმჯობესოთ.

ახალი მთვარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ გავლენას წყლის ნიშნებზე: თევზებზე, კირჩხიბსა და მორიელზე მოახდენს. შესაძლოა, აღნიშნულ დღეს თვითგანვითარებისა და ტრანსფორმაციის იმდენად დიდი სურვილი იგრძნოთ, რომ ყველაზე თამამი და რადიკალური ნაბიჯები გადადგათ და ცვლილებებისათვის მოემზადოთ.

რისი გაკეთება შეგიძლიათ 10 მარტის ახალი მთვარის დროს?

დაკავდით სპორტითა და ფიზიკური აქტივობით - ეს ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში განახლებული ენერგია შემოუშვათ და მომდევნო პერიოდებშიც ენერგიით იყოთ სავსე.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახალი მთვარის პერიოდს სარკისებური ეფექტი აქვს და ადამიანების ქცევას ირეკლავს. შესაბამისად, დრო სიკეთეს, კეთილგანწყობას, დადებით ემოციებს დაუთმეთ და უკან ეს ყოველივე ორმაგად დაგიბრუნდებათ. 

რაზე უნდა თქვათ უარი 10 მარტის ახალი მთვარის დროს?

თავი შეიკავეთ აგრესიისაგან - გავლენა უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები - მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, სარისკო, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ამ დღეს სწორად გეჩვენებოდეთ, მაგრამ მომდევნო დღეებში შედეგით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩეთ.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე - ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, დიდი რაოდენობით არაჯანსაღ პროდუქტებს. ეს დღე გაჯანსაღებასა და დადებითი ენერგიით დამუხტვას დაუთმეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა