თეგებით ძიება

დღეს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ნაწილს 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და პასტერის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების,  ლილოს დასახლების, ორახელაშვილის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, შეშელიძის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და ავშნის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, სარაჯიშვილის და ბროწეულის  ქუჩების მოსახლეობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა