თეგებით ძიება

ყურადღებით იყავით. ძალიან რეალური საფრთხეა! - რა ხარვეზი შენიშნეს „ფეისბუქის“ მუშაობაში?

1 საათიანი გლობალური გათიშვის შემდეგ Meta-ს სამივე პლატფორმა - "ფეისბუკი", "მესენჯერი" და "ინსტაგრამი" აღდგენილია, თუმცა მომხმარებლებმა სოციალური ქსელების მუშაობაში ხარვეზები შენიშნეს. ჟურნალისტი მინდია გაბაძე წერს, რომ ფეისბუქის აღდგენის შემდეგ სხვა ადამიანის ექსუნთში უპაროლოდ შევიდა და  ფეისბუქის მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

ამ სიცილში ძალიან სერიოზული ხარვეზი გაიპარა. რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ორი-სამი შემთხვევა არ იქნება. ამიტომ ფრთხილად.

ფეისბუქის აღდგენის შემდეგ, აპლიკაციამ, ჩემი ექაუნთის გარდა, შესვლა შემომთავაზა ერთი მეგობრის ექაუნთში(რომელსაც ჩემი ტელეფონი არასდროს გამოუყენებია),

და ცუკერბერგი (AKA ზაკერბერგი) არ გაგიწყრეთ, 

უპაროლოდ, 

ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შევედი. 

და თურმე არამხოლოდ მე. 

იმავე ექაუნთში შევიდა კიდევ სხვა ადამიანიც.

არის ვარაუდი, რომ ეს ხარვეზი დაკავშირებულია საერთო გვერდის ადმინებთან. თუმცა არაა ჯერ დაზუსტებული რაც ვნახე. 

არც პაროლის შეცვლამ უშველა;

არც საერთო ფეიჯიდან ჩახსნამ.

მხოლოდ ექაუნთში დაფიქსირებული გაჯეტების წაშლით მოახერხა შეეწყვიტა წვდომა ჩვენ ტელეფონებთან. 

მოკლედ, ყურადღებით იყავით. Black Mirror არ გეგონოთ, ძალიან რეალური საფრთხეა - წერს მინდია გაბაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა