თეგებით ძიება
06. 03. 2024 ბიზნესი

რუსეთის მეღვინეთა ასოციაცია ქართული ღვინის იმპორტზე შეღავათების გაუქმებას ითხოვს

რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია საქართველოდან ღვინისა და ცქრიალა ღვინის იმპორტზე საშეღავათო რეჟიმის გაუქმებას,  NATO-ს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე კი 200%-იანი გადასახადის დაწესებას მოითხოვს. ამჟამად ქართულ ღვინოებზე რუსეთში გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება.

ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის, ალექსეი პლოტნიკოვის განცხადებით, "რუსული ბაზრის დასაცავად", მთავრობასა და სახელმწიფო სათათბიროს მიმართეს. 

რუსეთი ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარია.

საქართველომ 2024 წლის პირველ თვეებში უცხოურ ბაზარზე ღვინის ექსპორტის რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 5 მარტს განაცხადა. გაყიდვების თითქმის 80% რუსეთზე მოდიოდა.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველომ 16,7 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც 43%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა