თეგებით ძიება

რა გელით მარტში? - ნახეთ 2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2024 წლის მარტი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საინტერესო და მოვლენებით დატვირთული პერიოდი იქნება. გაზაფხულის პირველი თვე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს და ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. 

ვერძი

რთული თებერვლის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში მშვიდი პერიოდი დგება. შეგიძლიათ აწმყოზე იზრუნოთ და სამომავლო გეგმები შეადგინოთ.

შეყვარებულებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავა და უფრო სტაბილური გახდება. მარტის ბოლოს პოზიტიური ცვლილებების შანსი გაჩნდება.

მარტის ბოლო ათი დღე და აპრილი შესანიშნავ პერსპექტივას აჩუქებს მათ, ვინც თავისი მეორე ნახევარი ჯერ კიდევ ვერ იპოვა. ამ პერიოდმა შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს.

მარტში შემოსავალს როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური წყაროებიდან სტაბილურად მიიღებთ, თუმცა აუცილებელი ხარჯებიც საკმაოდ იქნება.

25 მარტს მთვარის დაბნელებაა და ეს მოვლენა დიდი გავლენის მქონე პირებთან ან პარტნიორებთან ბიზნესის გადახედვისკენ გიბიძგებთ. თვის ბოლოს საბედისწერო ნაცნობობა და შეხვედრები გელით.

ახალი მთვარის პერიოდში 9-იდან 11 მარტამდე სეზონურ დაავადებებსა და ტრავმებს უფრთხილდით.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16,20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18, 22, 27

კურო

შანსი გაქვთ, რომ მიღწეულს არ დასჯერდეთ და საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ. თუმცა ყურადღებით იყავით, რათა საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით.

თუ სასიყვარულო ურთიერთობები ახლახან დაიწყეთ, ეცადეთ საკუთარ გრძნობებში გაერკვიოთ და გაიგოთ სინამდვილეში რა გინდათ.

ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის - შემოსავალი ძველებურად სტაბილურია, ხარჯების უდიდესი ნაწილი კი პირად ცხოვრებას უკავშირდება.

მარტის მთავარი პრობლემა თქვენი სიამაყე და ამბიციებია. ეცადეთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ.

23 მარტის შემდეგ მნიშვნელოვანია სიმშვიდე და პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - ახალი ვალდებულებების აღებისას ან ხელშეკრულებების ხელმოწერისას.

კუროებმა, რომლებსაც გულთან, სისხლძარღვებთან ან ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, აქტივობა უნდა შეამცირონ და საკუთარ თავზე იზრუნონ. განსაკუთრებით 24-იდან 31 მარტამდე პერიოდში.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 19, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 21, 25, 30.

ტყუპები

თქვენ ძლიერი მოთამაშე ხართ, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას პრობლემები. ასე გააგრძელეთ!

თვის ბოლო ხელსაყრელი დროა ოჯახური და ნათესაური კავშირების გაძლიერების, ასევე ქორწინებისა და შვილების გაჩენისთვის. მარტის ბოლო ათი დღის განმავლობაში დაწყებული ურთიერთობები მტკიცე და ხანგრძლივი იქნება.

ფინანსური პერსპექტივა საკმაოდ დადებითია. წინა თვეებში დაწყებული პროექტები თუ დღესვე არა, უახლოეს რამდენიმე თვეში სასურველ შედეგებს მოიტანს და ფინანსურ თუ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ფრთხილად იყავით მგზავრობის და მანქანის მართვისას. ეს განსაკუთრებით 5-იდან 13 მარტამდე პერიოდს ეხება.

ხელსაყრელი დღეები: 3,7,11,15, 20,26,31

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 17, 22, 29

კირჩხიბი

მარტი, ნაცრისფერ და უინტერესო თებერვალთან შედარებით, გაცილებით საინტერესო და ფერადი პერიოდი იქნება. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ძველი მეგობრები ან სხვა ქვეყნებში მცხოვრები ნათესავები დაბრუნდნენ და დადებითი ემოციების უზარმაზარი მარაგი მოგიტანონ.

ფინანსური თვალსაზრისით, მარტი რთული თვეა. შემოსავალი იქნება, მაგრამ ხარჯი გადააჭარბებს. ბევრ კირჩხიბს ადრე ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და ახალი ვალების აღება მოუწევს.

პირველი ათი დღე ხელსაყრელია საქმიანი კავშირების გასაძლიერებლად. შესაძლებელია ძლიერი მოკავშირეები და ახალი პარტნიორები გამოჩნდნენ.

მარტის შუა რიცხვები ფინანსურ სირთულეებს გპირდებათ, თუმცა მესამე კვირაში თითქმის ყველა სადავო საკითხის გადაჭრას შეძლებთ.

ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, ამიტომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მგზავრობის და მანქანის მართვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18,24, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 26, 30

ლომი

მარტში ბევრი ლომი „გუნდის ნაწილად“ იქცევა. რომც არ გსურდეთ, მოგიწევთ სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ზოგ შემთხვევაში ეს სამსახურთან, ზოგ შემთხვევაში კი პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული.

ზოგ განქორწინებულ ლომს საერთო საკუთრების გაყოფასთან დაკავშირებული სასამართლო დავა ელის, რომელიც მთელი თვე გაგრძელდება. მეგობრულ წყვილებში კი შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი - კრედიტების აღება ან დაფარვა, ძველი ვალების გასტუმრება და რთული მოლაპარაკებები მთელი მარტის განმავლობაში აქტუალური იქნება.

ბიზნესის სფეროში მოსალოდნელია უთანხმოება და დაპირისპირება. მდგომარეობა ახალი მთვარის დღეებში 9-იდან 11მარტამდე გაუარესდება. თუმცა, არსებობს დროებითი კომპრომისის შანსი.

ჯანმრთელობამ შეიძლება ყველაზე შეუფერებელ დროს გიღალატოთ. ამიტომ, იზრუნეთ პრევენციაზე და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ხელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 15, 21, 26, 31

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 19, 24, 29

ქალწული

მარტში შეიძლება დიდი თამაშის ნაწილად იქცეთ, რომელშიც თქვენი გარემოცვიდან თითქმის ყველა იქნება ჩართული - ეს თანაბრად ეხება როგორც პროფესიულ საქმიანობას, ასევე პირად ცხოვრებას.

შეიძლება, ბევრმა წყვილმა გამოცდას ვერ გაუძლო და დაშორდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა თავ-თავისი ემოციები მკაცრად აკონტროლონ და კომპრომისი მოძებნონ. რთული პერიოდი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ფინანსური წინსვლა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც უფულობა გემუქრებათ. ფინანსური თვალსაზრისით, მარტი ნეიტრალური თვეა.

სავსებით შესაძლებელია მარტის პირველ ნახევარში მივლინებაში წასვლა და კოლეგებთან შეხვედრები მოგიწიოთ. ახალი მთვარის პერიოდში, 9-იდან 11 მარტამდე, შეიძლება სამართლებრივი პრობლემების ან სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებამ მოგიწიოთ.

ქალწულებო, 9, 10 და 11 მარტს ავტომობილის მართვის და მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18, 22, 27

არახელსაყრელი დღეები: 3, 8, 12, 16, 20, 25, 30.

სასწორი

ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ თამამად მიდიხართ. ასე გააგრძელეთ!

9-იდან 11 მარტამდე პერიოდი ყველასთვის რთული იქნება, თუმცა მდგომარეობა სავსემთვარეობისა და 25 მარტის მთვარის დაბნელების დროს აუცილებლად გამოსწორდება.

მარტოხელა სასწორს ბედი სიურპრიზს უმზადებს. შეხვედრები, რომლებიც მარტის ბოლო კვირაში გელით, შეიძლება საბედისწერო გახდეს.

ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, შესაძლოა, ხელსაყრელი სესხიც დაგიმტკიცონ. ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას უკავშირდება.

მარტი პირობითად რომ დავყოთ, პირველი ორი კვირა დაძაბული მუშაობით, მესამე კი მნიშვნელოვანი შეხვედრებით სავსეა. განსაკუთრებით საინტერესო თარიღები, პროფესიული თვალსაზრისით, 25 და 26 მარტია.

ხელიდან არ გაუშვათ მნიშვნელოვანი ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა და ამ ნაცნობობის გამოყენება თქვენს სასარგებლოდ.

ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. ეს თვე ასევე ხელსაყრელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, ასევე კოსმეტოლოგთან და მასაჟისტთან ვიზიტისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 4, 7, 11, 15, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 2, 5, 9, 13, 19, 24, 28.

მორიელი

ამ თვეს შინაგანი და გარეგანი ჰარმონიის მიღწევას ცდილობთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტის მისია რთულია, მორიელებისთვის შეუძლებელი არაფერია.

მარტი მარტოხელა მორიელებს პირადი ცხოვრების მოწყობის შანსს მისცემს. შეყვარებული წყვილების ურთიერთობა თანდათან ღრმავდება. დროა, ქორწინებაზე იფიქროთ.

თუ ფულის ხარჯვას გონივრულად მიუდგებით, სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ეს თვე ყველა თვალსაზრისით წარმატებული იქნება.

დაღლილობა თვის ბოლოს თავს იჩენს, ამიტომ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 19, 23, 27

არახელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 21, 25, 30.

მშვილდოსანი

მარტში ენერგიით სავსე ხართ და სირთულეებს არ უშინდებით. სირთულეები კი ამ თვეში საკმარისზე მეტი გელით.

განსაკუთრებული ყურადღება 25 მარტს უნდა მიაქციოთ, როდესაც მთვარის დაბნელება თქვენს რომანტიკულ ცხოვრებას განსაკუთრებული ენერგიით აავსებს. ეს ხელსაყრელი დროა მათთვის, ვისაც მონათესავე სული ჯერ კიდევ არ უპოვია.

მარტი ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ, თუმცა ამ სფეროში მიღწევების იმედი არ უნდა გქონდეთ. ძირითადი ხარჯები პირად საქმეებს და საყვარელი ადამიანების საჭიროებებს უკავშირდება.

მოერიდეთ ჭორაობას და ჭორიკანა ადამიანებს.

მენეჯერებს და ბიზნესის მფლობელებს ვურჩევთ, ქვეშევრდომებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. შესაძლებელია, ვიღაც წესებს არღვევს. 9-იდან 11 მარტამდე პერიოდში მანქანის მართვისა და მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 15, 20, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 13, 17, 23, 28.

თხის რქა

გილოცავთ, ბოლოს და ბოლოს, პლანეტების უარყოფითი გავლენისგან გათავისუფლდით და ეს ნიშნავს, რომ ბევრი თქვენგანი სულიერ სიმშვიდეს და თავდაჯერებას დაიბრუნებს. შემოქმედებითი შთაგონება კი მარტის თვის სასიამოვნო ბონუსი იქნება.

მარტში შესაძლოა, ოჯახს ახალი წევრი შეემატოს. ზოგისთვის ეს მეორე ნახევარი იქნება, ზოგისთვის შვილი, ზოგისთვის კი შვილიშვილი. ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნად ბევრი თხის რქა სახლში რემონტს წამოიწყებს ან ინტერიერს განაახლებს.

არ არის გამორიცხული, ფინანსური ხასიათის მცირე პრობლემები. ამის მიზეზი მკვეთრად გაზრდილი ხარჯები იქნება, თუმცა მეგობრების დახმარებით ამ სირთულეებს ადვილად დაძლევთ.

პროფესიული საქმიანობის სფეროში სიახლეები მოსალოდნელი არ არის. გირჩევთ, მენეჯმენტს ხანმოკლე შვებულება სთხოვოთ, რათა საყვარელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. იმუნიტეტიც წესრიგშია თუმცა მანქანის მართვის და მოგზაურობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით მარტის პირველ ნახევარში.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 17, 24, 29

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 15, 20, 26, 31.

მერწყული

დინებას მიჰყევით. დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია! - მერწყულების უმეტესობისთვის გაზაფხულის პირველი თვე ამ დევიზით ჩაივლის. მარტი, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით პოზიციების გაძლიერების პერიოდი იქნება.

ეს თვე იდეალურია „ოჯახური ბუდის“ მოსაწყობად და საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა ამ სფეროში ბევრი დაბრკოლება გელით. კამათი და დაპირისპირება მეგობრულ წყვილებსა და მეუღლეებს შორისაც კი იქნება, განსაკუთრებით 9-იდან 11 მარტამდე პერიოდში.

ფინანსური თვალსაზრისით მარტი საკმაოდ კარგი დროა - შემოსავალი, გარდა იმისა, რომ სტაბილური იქნება, შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ზოგმა შეიძლება მიწასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებიდან დამატებითი მოგება მიიღოს.

პროფესიული საქმიანობაში მზად უნდა იყოთ კონფლიქტური სიტუაციებისა და გაუგებრობისთვის, რაც საკმაოდ მოსალოდნელია 9-იდან 11 მარტამდე პერიოდში. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა ახლობელი ადამიანები არ გაანაწყენოთ!

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მარტის პირველ ნახევარში სეზონურ დაავადებებს უფრთხილდეთ. თვის ბოლოს სასიცოცხლო პოტენციალი გაიზრდება და თავს გაცილებით უკეთ იგრძობთ.

ხელსაყრელი დღეები: 4, 8, 12, 16, 21, 25, 30

არახელსაყრელი დღეები: 6, 10, 14, 18, 23, 27.

თევზები

თევზებო, 2024 წლის მარტში წარსულს უნდა დაემშვიდობოთ და ბევრი რამ ნულიდან დაიწყოთ. ცვლილებები, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროს ეხება, უკვე დაიწყო და პროცესის შეჩერება შეუძლებელია.

შეყვარებულები განსაკუთრებულად ფხიზლად უნდა იყვნენ და ჭორებს და ინტრიგებს თავი აარიდონ. სიტუაციას, რომელიც თქვენს ურთიერთობას ანგრევს, წარსულში უკვე შეეჯახეთ და ახლა სიტუაცია მეორდება.

მარტს არასტაბილურობის განცდა ახლავს. ფინანსური პრობლემები განსაკუთრებით საგრძნობი მარტის მესამე კვირაში იქნება. ეცადეთ, ფულის ხარჯვაში მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, რათა მნიშვნელოვანი დანაკარგი თავიდან აიცილოთ.

9-იდან 11 მარტამდე პერიოდი პროფესიული საქმიანობისთვის ყველაზე რთული იქნება. თუმცა ამის შემდეგ პრობლემების მოგვარება დაიწყება და მაისისთვის სრულ წარმატებას უნდა ელოდოთ. სირთულეები მოსწავლეებსა და სტუდენტებსაც შეიძლება შეექმნათ, მაგრამ აუცილებლად გაუმკლავდებიან.

9-იდან 11 მარტამდე პერიოდში მგზავრობისა და მანქანის მართვის დროსაც მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 17, 22, 29

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 15, 20, 25, 31.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა