ეხმარება თუ არა წყალი ჩიას თესლით წონაში კლებას?
ჩიას თესლი ჯანსაღი ბოჭკოს, ცილების და სხვადასხვა საკვები ნივთიერების წყაროა.
ჩიას ნახშირწყლების დაბალი შემცველობა აქვს და საკმაოდ დაბალკალორიულია.
ის დატვირთულია:
ანტიოქსიდანტებით: ეს ნივთიერებები იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
ბოჭკოთი: ერთი უნცია ჩიას თესლი შეიცავს 11 გრამ ბოჭკოს, რაც უმნიშვნელოვანესია ნაწლავების ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს სისასვსის შეგრძნებას დიდი ხნის განმავლობაში.
პროტეინებით: სხვა უამრავ ფუნქციასთან ერთად პროტეინები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუნთების, კანის, ძვლების ჯანმრთელობისთვის, ასევე წონის კლებისათვის.
ჩიას თესლი სუპერპროდუქტად ითვლება. ის შეიცავს ისეთ ვიტამინებს და მინერალებს, როგორებიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და თუთია.
როგორ ეხმარება ჩიას წყალი წონაში კლებას?
ჩიას თესლს შეუძლია შეიწოვოს წონაზე 12-ჯერ მეტი წყალი. როდესაც ისინი სველდებიან, ისინი იზრდებიან ზომით და იღებენ ჟელატინის ტექსტურას. ჩია შთანთქავს უამრავ სითხეს და ავსებს კუჭს, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას და დიდი ხნის განმავლობასი ნაყროვანების გრძნობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ჩიას თესლის წყალი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ხელს უწყობს ტკბილეულის ან სხვა არაჯანსაღი საკვებისადმი სურვილის შემცირებას.
მაგრამ არ გადააჭარბოთ დოზას. ჩიას თესლიანი წყლის მიღება კარგია დროდადრო, მაგრამ ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც წონის დაკლების ძირითადი მეთოდი.
დამწყებთათვის, ჩიას თესლის მოხმარება არ არის ჯანსაღი დიეტის ალტერნატივა - უბრალოდ მოსახერხებელი გზაა, რომელიც ზოგჯერ უნდა გამოიყენებოდეს.
თუ თქვენ დიდი რაოდენობით ბოჭკოს იღებთ, დარწმუნდით, რომ თქვენ ასევე სვამთ დიდი რაოდენობით წყალს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები შეგექმნათ(თუ თქვენ მიირთმევთ ბევრ ბოჭკოს და მასთან ერთად არ სვამთ საკმარის სითხეს, ჩიას თესლი დაიწყებს სითხის შეწოვას ნაწლავიდან), მათ შორის, ყაბზობა, შებერილობა.
დიეტოლოგების რეკომენდაციით, ერთი ან ორი სუფრის კოვზი ჩიას თესლის უნდა ჩაიყაროს 240-300 მლ-მდე წყალში, ამის შემდეგ რამდენიმე წუთი საჭიროა მოცდა, აუცილებელია ჩიას წყლის დალევა მანამ, სანამ ჩიას თესლი გამაგრდება.
თუ აქამდე არასოდეს მიგიღიათ ჩიას თესლი, შეგიძლიათ დაიწყოთ უფრო მცირე რაოდენობით, რათა ნახოთ, ორგანიზმის რეაქცია.
შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩიას წყალი ლიმონის არომატით.
მკურნალი.გე