მაღალი შანსია ინტოქსიკაციის, გაუგებარი ცრუ სამედიცინო დასკვნების და ჯამში, მოწამვლის... - ასტროლოგის გაფრთხილება
ასტროლოგი, გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში მარტის მეორე ნახევარში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ აქვეყნებს.
"ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება ცის კაბადონზე: 10 მარტს, თბილისის დროით 13:00 საათზე გვექნება ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, რაც მომდევნო დაახლოებით 2 კვირის მანძილზე გაააქტიურებს ჩვენს სენსომოტორიკას, რწმენა-წარმოდგენებს და ზე იდეალურ ოცნებებს.
ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ის, რომ მთვარე, ამ შემთხვევაში მეტად დადებით კონტაქტზეა გასული პლანეტებიდან ურანთან, რაც ქმნის მკაფიო შესაძლებლობას ოცნება რეალობა იქცეს, თუკი მეტ პრაქტიკულობასაც გამოვავლენთ.
ეს პერიოდი შესანიშნავია ჯგუფური, საჯარო აქტიურობისთვის, საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის, სულიერი სამყაროს დაუფლებისა და განახლებისთვის.
თევზები მართავს ორ ძირითად ინსტიტუტს: პირველი ესაა ქრისტიანული ბუნება და სიმბოლო, ზოგადად, ამ მიმართულების, ხოლო მეორე ესაა ფსიქოლოგია. როგორც ერთი, ასევე მეორე პრაქტიკული საკითხების დახელოვნებისთვის მიმდინარე პერიოდი მეტად ნაყოფიერია. კარგი დროა, ასევე შიშებთან ბრძოლისა და შინაგანი სამყაროს გაძლიერებისთვის, რწმენაში განმტკიცებისთვის, სინანულისთვის, ახალ საქმეებში მეტი ლოგიკის შეტანისთვის.
თუ თქვენ შეძლებთ ბალანსის დაცვას, სად გადის ილუზია და სად რეალობა, მაშინ მარტივად ამოიცნობთ ყველა იმ ნეგატიურ შტრიხს, რაც გიშლით ხელს წინსვლაში.
განსაკუთრებით ამ დღეებში, უმჯობესი იქნება, თუ მოერიდებით ზედმეტ ალკოჰოლურ ნივთიერებებს, ზოგიერთ მავნე პრეპარატს, მაღალი შანსია ინტოქსიკაციის, გაუგებარი ცრუ სამედიცინო დასკვნების და ჯამში - მოწამვლის. ერიდეთ დაბინძურებულ სითხეებს და ანტისანიტარიულ ადგილებში მოძრაობას. შეგიძლიათ სამედიცინო დასკვნაც რამდენჯერმე გადაამოწმოთ. განსხვავებით ამისგან, მშვენიერია სუფთა წყლის აბაზანები, კათარსისი და ფსიქოლოგიური სეანსები.
თევზების ახალმთვარეობა იმითაც გამორჩეულია, რომ თავად ეს ნიშანია დადებითად განვითარების შემთხვევაში უაღრესად მოწყალე, ფაქიზი, ემოციური, მიმტევებელი, სათნო, ბრძენი, ინტუიციური, განდეგილი და ღვთივსმოსავი. აქაც, შემოდის ყველა საქმეში ამგვარი თვისებათა ერთობლიობა.
დანარჩენ მოვლენებზე ეტაპობრივად ვისაუბრებ. ბედნიერ დღეებს გისურვებთ! - წერს გიორგი ლობჟანიძე.