11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ნაყოფიერი და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დამშვიდდით, ნაჩქარევი დასკვნები და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ. პანიკაში ნუ ჩავარდებით, თუ რაღაც ისე არ ხდება როგორც გსურთ და ნურც ბედს დაემდურებით. არსებობს შანსი, რომ განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ და მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.
კურო
არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, თუ რომელს დაუთმოთ მეტი დრო - საოჯახო საქმეებს თუ სამსახურს. ეცადეთ, უფრო დიპლომატიურად იმოქმედოთ და რთულ სიტუაციაში კომპრომისი იპოვოთ. საყვარელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას მხოლოდ ასე შეძლებთ. სიახლეების, რისკის და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ - დღეს ამისთვის ხელსაყრელი დროა.
ტყუპი
ბოლო დღეები მოსაწყენი იყო, ამიტომ საინტერესო შეხვედრები სამსახურში, ახალი პროექტები და სარისკო იდეები განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიას შეგმატებთ. საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.
კირჩხიბი
ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და მათ ფარულ სურვილებსა და მოლოდინებს უსიტყვოდ ხვდებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, რჩევა მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ და მოსალოდნელი შედეგი მათთან ერთად გათვალეთ. სხვა ადამიანების რჩევებს ნუ მოუსმენთ, რათა მანიპულატორების მსხვერპლი არ გახდეთ.
ლომი
რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში დახმარებისთვის თანამოაზრეებს და კოლეგებს მიმართეთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება. უკან არ დაიხიოთ და საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ.
ქალწული
დილიდანვე საყოფაცხოვრებო საკითხების და სამუშაო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ, საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.
სასწორი
ეცადეთ, სიმტკიცე და მონდომება გამოიჩინოთ და თავდაპირველ გეგმებს არ გადაუხვიოთ. შემოქმედებითი აზროვნება და მდიდარი წარმოსახვა ყველაზე მოსაწყენ საქმეს საინტერესოს გახდის. ბევრი სიურპრიზი გელით, თუმცა ყველა სასიამოვნო არ უნდა იყოს. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული კვება თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მორიელი
რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ მეორეხარისხოვან საქმეებზე დრო არ დაკარგოთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან დავალებაზე გადაიტანოთ. სანამ საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტში გადაზრდილა, ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ. პოზიტიური ემოციების სურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რასაც მალე ინანებთ.
მშვილდოსანი
უმნიშვნელო პრობლემის ან უსიამოვნების გამო განწყობა არ უნდა გაიფუჭოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ენერგიას შეგმატებთ და რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.
თხის რქა
ტრავმული დღეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. აქტიურობა წარმატებას მოგიტანთ, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
მერწყული
მოემზადეთ რთული, ემოციურად დაძაბული დღისთვის. გარშემომყოფები თქვენს გაღიზიანებას და კამათში ჩათრევას ცდილობენ. გირჩევთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. სასარგებლოა მეტი დროის გატარება მარტოობაში და მედიტაციაში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ვარჯიში და დაბალანსებული დიეტა თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
თევზები
ენერგიისა და კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო უნდა გაატაროთ და კონფლიქტურ ადამიანებს ერიდოთ. ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ - კოლეგების დახმარებამ შეიძლება სარგებელზე მეტი ზიანი მოგიტანოთ.