11 –17 მარტი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არ არის. შესაძლოა დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ძველი სასიყვარულო ურთიერთობის გამო შესაძლოა კამათი მოგივიდეთ საყვარელ ადამიანთან.
კურო
გაიზრდება საქმიანი გადაადგილებები. დადებითად შეიცვლება ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ეცადეთ დაგეგმილზე მეტი ხარჯი არ გასწიოთ. გზებზე მოძრაობისას არ გარისკოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და უმიზეზოდ ნუ გააბრაზებთ საყვარელ ადამიანს.
ტყუპები
იმოქმედეთ დინჯად და ერიდეთ საქმეში რისკს. თავს მეტად ენერგიულად იგრძნობთ. შესაძლოა მოძებნოთ შემოსავლის დამატებითი წყაროებიც. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.
კირჩხიბი
აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეძიეთ დამატებითი წყაროები. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ლომი
გაურკვევლობის შეგრძნება სამომავლო გეგმების დასახვაში შეგიშლით ხელს. ეცადეთ ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა. სჯობს ეს პერიოდი ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას დაუთმოთ.
ქალწული
არაერთგვაროვანი დროა. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. დინჯი და გააზრებული მოქმედებები მიზანთან ადვილად მიგაახლოებთ. პატივი ეცით სხვის აზრს. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.
სასწორი
ბიზნესის, ფინანსური ან სამსახურეობრივი სირთულეების გადალახვისას გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო სიტუაცია და მხოლოდ შემდგომ იმოქმედეთ. უარი თქვით მოგზაურობაზე და ეცადეთ ეს დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, სულიერ და ინტელექტუალურ ზრდას.
მორიელი
დაპირისპირება წარმატებას არ მოგიტანთ. ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესება ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. თავი შეიკავეთ კრედიტების აღებისა და სხვისი ფულის გამოყენებისგან. ერიდეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას.
მშვილდოსანი
რთულ მომენტებში მიმართეთ მეგობრებს. დამოუკიდებლობის მოთხოვნილებამ შესაძლოა გაიძულოთ დაამყაროთ ახალი კავშირები და დაუპირისპირდეთ მშობლებს. საქმიან პარტნიორთა შორის შესაძლოა მომავალი მეუღლე იპოვოთ. თავისუფალ დროს, ეცადეთ რიგიანად დაისვენოთ
თხის რქა
მოიერდეთ უტაქტობას. ახალი კავშირები დაგეხმარებათ სამსახურის მოძიებაში. ოჯახს მეტი მზრუნველობა დასჭირდება. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც აისახება ემოციურობასა და გუნება-განწყობის გაუარესებაზე.
მერწყული
საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან მეტად თავშეკავებული იყავით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ ფარდა არ აეხადოს თქვენს ძველ საიდუმლოებებს. შესაძლოა გაიცნოთ მომავალი მეუღლე, არსებული სასიყვარულო ურთიერთობა კი მეტად სერიოზული გახდება.
თევზები
ჯანმრთელობის მხრივ თავს სანაქებოდ იგრძნობთ და შეძლებთ გაუძლოთ საკმაო დატვირთვებს. შესაძლოა გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები კარგ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.