თეგებით ძიება

კარგი დროა როგორც ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ისე ძველი ურთიერთობის აღდგენისთვის - რამაზ გიგაური

12 მარტს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 5 აპრილამდე დარჩება - ასტროლოგი რამაზ გიგაური ზოდიაქოს ნიშნებს სოციალურ ქსელში ასტროლოგურ პროგნოზს უზიარებს. 

ინგრესიის პერიოდი: 12 მარტი - 5 აპრილი

12 მარტს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თევზების ნიშანში გადაინაცვლებს და იქ 5 აპრილამდე დარჩება.

ვენერას თევზების ნიშანში ეგზალტირებული პოზიცია უკავია. ამ მდგომარეობაში პლანეტა თავის ენერგიას უძლიერესად ავლენს. ვენერას შემთხვევაში კი მიანიშნებს, რომ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ადამიანებში ახალი ენერგიით გააქტიურდება რომანტიკულობა, მგრძნობიაობა და სიყვარულის უნარი. ბევრი ადამიანი ურთიერთობაში გახდება ნაზი, ფაქიზი და გარშემომყოფების მიმართ ემპათიას გამოავლენს. 

ადამიანები გარშემომყოფების მიმართ უფრო გამგებიანი გახდებიან. შეიქმნება იმის შესაძლებლობები, რომ საქმიან და განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში პარტნიორებმა ერთმანეთს გაუგონ, მიუტევონ და დაშვებული შეცდომები გამოასწორონ. 

ეს კარგი დროა როგორც ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, ისე სურვილის შემთხვევაში ძველი, დამუხრუჭებული ურთიერთობების აღდგენისთვის და განახლებისთვის.

საკმაოდ პოზიტიური იქნება შემოქმედებითი პროექტებისთვის, რადგან ვენერა ხელოვნების მმართველ პლანეტად ითვლება და მისი ინგრესია თევზების ნიშანში მიუთითებს ხელოვნებასთან დაკავშირებით ახალი იდეების გააქტიურებაზე, ახალი პროექტების დაწყებაზე ან თუნდაც გადადებული საქმეების გაგრძელება-დასრულებისთვის. ასე რომ, ეს კარგი პერიოდი იქნება მწერლებისთვის, პოეტებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებითვის, მომღერლებისთვის, მსახიობებისთვის, დიზაინერებისთვის და საერთოდ, ხელოვნებაში მყოფი ადამიანებისთვის. ეს ასევე კარგი დრო იქნება არტ-თერაპიისთვის (ამ დროს სასიკეთო ეფექტი გაორმაგებული იქნება). 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა