თეგებით ძიება

"მოერიდეთ ქორწინებას, თმის შეჭრას...“ - ვისთვის, რომელი რომელი დღეა ამ კვირაში საყურადღებო?

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ გადაიღლებით. კარგია მგზავრობა, ხელმძღვანელობასთან კონტაქტი, სწრაფად შესრულებადი საქმეები. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, წესების დარღვევას. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ყვითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, თვალები, ცხვირი, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი ნაცნობობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება, მშენებლობა, მგზავრობა. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ლიმონისფერი, კრემისფერი, ყავისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია ქორწინება, ახალი ნაცნობობა, მგზავრობა, მშენებლობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

მოუსმინეთ ინტუიციას. მოიმატებს მგრძნობელობა. მოერიდეთ ქორწინებას, თმის შეჭრას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. კარგია აპარატურის შეძენა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

შესაძლოა მოულოდნელი ნაცნობობა. აპარატურის შეძენა, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა, სავაჭრო გარიგებები, მოლაპარაკებები. მოერიდეთ თმის შეჭრას, რემონტის დაწყებას. ატარეთ ნაცრისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ნეფრიტი, ამაზონიტი, ლაბრადორი ან გიაცინტი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. კარგია მცენარეების დარგვა, ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ ქორწინებას, რემონტის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას. ატარეთ ვერცხლისფერი, თეთრი, მწვანე, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ზურმუხტი, მარჯანი, ოპალი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, კუჭი, მკერდი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა