თეგებით ძიება
12. 03. 2024 მსოფლიო

სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ორგანიზაცია არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ კითხვებს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას [ОДКБ], თუ ორგანიზაცია არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვითხოვთ, ველით და მოვითხოვთ, რომ ჩვენი პატივცემული ОДКБ-ს პარტნიორებმა უპასუხონ კითხვას: რა არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთს ორგანიზაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ისინი წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ერევანმა წამოჭრა ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონის საკითხი რესპუბლიკაში და პასუხი ვერ მიიღო.

მისივე თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია.

ფაშინიანის თქმით, თუ ОДКБ უპასუხებს და ეს პასუხები შესაბამისი იქნება ერევნის იდეების, სომხეთსა და ორგანიზაციას შორის არსებული პრობლემა მოგვარდება - „წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთის რესპუბლიკა დატოვებს ОДКБ -ს. როდის, ვერ ვიტყვი, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, თებერვალში, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) თავისი წევრობა გაყინა. ქვეყანა არ მონაწილეობს ორგანიზაციის შეხვედრებში და არ ჰყავს მუდმივი წარმომადგენელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა