თეგებით ძიება

მასწავლებელთა დიდი ნაწილის ხელფასი 1000-1200 ლარია; როგორ ითვლება სკოლის მასწავლებელთა ხელფასები?

 დღეს საქართველოში დაახლოებით 60,000 პედაგოგი ასწავლის. მათგან 60%-ზე მეტი უფროსი მასწავლებლის სტატუსით სარგებლობს, 5000-ზე მეტს კი წამყვანის ან მენტორი მასწავლებლის კვალიფიკაცია აქვს. საკმაოდ დიდია პრაქტიკოსების რიცხვი, რომელიც 10,000 აღწევს. რასაკვირველია, მასწავლებელთა ხელფასები სტატუსის მიხედვით განსხვავდება. ამჟამინდელი სისტემით, ხელფასის ძირითადი ნაწილი სწორედ სტატუსის მიხედვით დანამატს უჭირავს.

როგორია მასწავლებელთა ხელფასები?

 სრული დატვირთვის მქონდე უფროსი პედაგოგი, რომელიც კვირაში 18 საგაკვეთილო საათს ატარებს თვეში დაახლოებით 1100 ლარს აიღებს ხელზე. 1 საგაკვეთილო საათი 6 ლარად იანგარიშება, ხოლო დანამატი 2024 წლისთვის დაახლოებით 700 ლარია. სტატუსის დანამატს სრულად იღებენ ისინი, ვისაც კვირაში არანაკლებ 15 საათიანი დატვირთვა აქვს. თბილისის შედარებით დიდ სკოლებში მდგომარეობა კარგია იმ მხრივ, რომ მასწავლებლები სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობენ კვირაში 20-25 საათის, მოსწავლეთა/კლასების სიმრავლის გამო და ანაზღაურებაც პროპორციული აქვთ, თუმცა რეგიონებსა და ქალაქის საშუალო ან მცირე სკოლებში მასწავლებელთა უმეტესობა 15-20 საათიან განაკვეთზეა კვირაში. გამოდის მათი ანაზღაურება 1000-1200 ლარია, რაც ოფიციალურ საშუალო ხელფასზე ნაკლებია. ხოლო თვეში საშუალოდ 1500 ლარის ოდენობის ანაზღაურება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგმა გამოიმუშავოს, კვირაში 20 საგაკვეთილო საათით. მათ ვისაც სადამრიგებლო კლასი ჰყავთ დამატებით 90 ლარს იღებენ. ხოლო თვეში 2000 ლარის ოდენობის ანაზღაურებას, როგორც მენტორი, ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ასეული მასწავლებელი იღებს. 

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა