დაგროვებითი პენსიით 8 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა - სულ რამდენი ლარი გაიცა ?
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 8,274-მა პირმა ისარგებლა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პირებზე პენსიის სახით ჯამში 26,350 მლნ ლარი გაიცა.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,496 მლნ ადამიანს შეადგენდა.
ამასთანავე, იმავე პერიოდში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 4,6 მლრდ ლარი, ხოლო წმინდა ამონაგებმა 941 მილიონი ლარი შეადგინა.