5 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
ერთგულებით – ამ საოცარი თვისებით ყველა ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ხუთი გამორჩეული ნიშანია, რომლებსაც ასტროლოგ–ექსპერტები ყველაზე ერთგულ ნიშნებად მიიჩნევენ.
თევზები
ეს ადამიანები წარმოადგენენ უერთგულესი პარტნიორები, ხალასი და მდიდარი წარმოსახვით. მათ შეუძლიათ ურთიერთობა რომანტიულ მოგზაურობად აქციონ. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულებს უყვართ თავისი მეორე ნახევრის გაოცება. არის მომენტებიც, როცა მათ მდორე და მშვიდი ცხოვრება ბეზრდებათ, თუმცა ეს ღალატის საბაბის არასოდეს ხდება. მსგავს სიტუაციაში თევზები ცდილობენ განაახლონ, გადაახალისონ და გადატვირთონ არსებული ურთიერთბა, ან უბრალოდ მიდიან.
მშვილდოსანი
ზოდიაქოს ეს ნიშანი ხანგრძლივი ურთიერთბისთვის პარტნიორს დიდხანს და დაკვირვებით არჩევს. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას საკმაოდ გაცნობიერებულად იღებს. მათი ნდობა სრულიად შესაძლებელია, რადგან ძალიან დისციპლინირებული ადამიანები არიან და თავის შეკავებაც დროულად ეხერხებათ. მშვილდოსნები პატივს სცემენ გარშემომყოფებს, მათ საიდუმლოს და ინტერესებს. თუმცა, სამაგიეროდ ზუსტად იგივეს ითხოვენ პარტნიორისგან. მათ შეუძლიათ ურთიერთბა გაწყვიტონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ღალატზე არ წავლენ.
კირჩხიბი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს იშვიათად უყვარდებათ, მაგრამ, თუ ეს მოხდა, კირჩხიბები ნამდვილად აფასებენ და უფრთხილდებიან ურთიერთობას. ეს არის ყველაზე დაბალანსებული და სამართლიანი ნიშანი. პასუხისმგებლობას სრულად გრძნობენ და იღებენ კიდეც საკუთარ თავზე და საშინლად ვერ იტანენ ნებისმიერი სახის ტყუილს. აღსანიშნავია, რომ კირჩხიბებს მსუფუქი ფლირტის გარეშე არ შეუძლიათ, თუმცა ღრმად შეტოპვის უფლებას არასოდეს აძლევენ საკუთარ თავს. ზოდიაქოს ამ ნიშანს საერთოდ არ შეუძლია გრძნობების დამალვა.
მერწყული
გულთან ახლოს იშვიათად უშვებენ ვინმეს. თუკი ეს მოხდება, პარტნიორს შეუძლია ბოლომდე მიენდოს მათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, მარტოობა უყვართ და ცოტა ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ურთიერთობებში საკმაოდ დაფიქრებული და გაწონასწორებულია. ცხოვრების თანამგზავრსაც სრულიად გაცნობიერებულად ირჩევს. მერწყულს უყვარს გრძნობების მორევში გადაშვება. მსუბუქი ფლირტი და ზედაპირული ურთიერთობა მისთვის მიუღებელია.
კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საჭიროებენ მუდმივ ქმედებას და თავგადასავლებს. თუმცა, ყველაფერ ამას სადმე სხვაგან ან სხვასთან კი არა, თავის პარტნიორთან ერთად ეძებენ. კუროები - ერთგული პარტნიორები არიან და ცდილობენ მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანს დაუთმონ. ისინი ძალიან ეჯაჭვებიან პარტნიორს და არასოდეს ღალატობენ მას.