თეგებით ძიება

"ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება" - სარჯველაძე რესპუბლიკურის მედპერსონალს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, სარჯველაძემ რესპუბლიკურის მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

"მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია - უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად - სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე და ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება.

"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე - მედპერსონალის ინტერესები", - წერია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა