თეგებით ძიება

„გაზის ქსელთან შესაძლოა, არალიცენზირებული პირები მუშაობდნენ“ – რამ გამოიწვია სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება

თბილისში სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, - ამის შესახებ  „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადგილზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სავარაუდოდ, არასწორად განხორციელდა გაზის ქსელებთან მუშაობა, რაც გაზის დაგროვებისა და აფეთქების მიზეზი გახდა.

„არსებული ვერსია არის ის, რომ აფეთქება გამოწვეულია ბუნებრივი გაზის დაგროვების შედეგად, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ოფიციალურად ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ, იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომების გამო ადგილის სრულად დათვალიერების საშუალება არ მოგვეცა. თუმცა აღნიშნული ვერსია ეყრდნობა იმას, რომ პირველ სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და სავარაუდოდ, ადგილი უნდა ჰქონოდა გაზის ქსელთან ან დანადგარებთან არალიცენზირებული პირების მიერ სამუშაოების ჩატარებას. ბევრია ხოლმე ასეთი შემთხვევა, როცა სარემონტო სამუშაოების დროს არასწორად ხდება დანადგარებთან და ქსელთან ურთიერთობა და ხდება ხოლმე სახიფათო სიტუაციები“, - განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსში მცხოვრები 93 ოჯახი დროებით სასტუმროებში დააბინავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა