არც ერთი სიტყვა გელათზე - კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიშში მონასტრის პრობლემები არ შეიტანა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი გელათის მონასტრის პრობლემაზე და განადგურებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. სამაგიეროდ 35 გვერდიან ანგარიშში მრავლადაა პროტოკოლური ფოტოები, კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის მოკლე ანოტაციები, სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებები და სხვა მეორე ხარისხოვანი დეტალები. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წელს კულტურის კომიტეტს ან საერთოდ არ უმსჯელია გელათის პრობლემაზე.
ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში კულტურის კომიტეტის არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფება, მათ შორის, არც თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, შესაბამისად მათთვის კითხვების დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
რუსული კანონის ავტორ გურამ მაჭარაშვილს კი ამ ყველაფერზე ასეთი კომენტარი აქვს -"გელათი რომ იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი და ქართული ტრადიციები, მაშინ ლგბტ პროპაგანდა არ იქნებოდა "მთავარ არხზე" - ამბობს "ოცნების" რუსული დანაყოფის ერთ-ერთი წევრი.