„ოცნება წელსაც აუხდენელი დარჩებათ“ - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2024 წელს არ გაუმართლებთ
ასტროლოგების პროგნოზით, 2024 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური იქნება. მართალია, დრაკონს ძალიან არ უყვარს ფაციფუცი, არავის აპატიებს სულსწრაფობას და მოუთმენლობას, მაგრამ არც ზედმეტად გაზარმაცებას და უსაქმურობას მოიწონებს, რადგან მხოლოდ მათ უწყალობებს, ვინც სირთულეებს არ შეუშინდება და ყველა საქმეს გულდასმით შეასრულებს.
ცნობილია, ის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პირად ცხოვრებაში 2024 წელს არ გაუმართლებთ:
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
ნაკლებადაა მოსალოდნელი ცვლილებები თხის რქის პირად ცხოვრებაში, თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზი ელის მეუღლისა ან პარტნიორისგან, რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, მაინც შეძლებს მის გაკვირვებას რომანტიკული ვახშმის მოწყობით. არ გაუმართლებთ არც მარტოხელა თხის რქებს, რადგან თავბრუდამხვევი რომანების მიუხედავად, მაინც ვერავისთან შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
პირადი ცხოვრება - ნაკლებად სტაბილური და მეტად ემოციური იქნება კუროს პირადი ცხოვრებაც. მართალია, ის, ვინც „აქტიურ ძიებაშია“ წლის დასაწყისშივე გაიცნობს საინტერესო ადამიანს, ვისთანაც სიამოვნებით გაატარებს დროს, მაგრამ გაზაფხულზე დაღლილობასთან ერთად გაღიზიანებასაც იგრძნობს, ერთ დროს საინტერესო ადამიანი კი, უინტერესოდ მოეჩვენება და სინანულის გარეშე დაემშვიდობება. პრობლემები ელით დაქორწინებულ კუროებსაც, რომელთაც მეუღლესთან მუდმივი კამათი დაუკარგავს სიმშვიდეს, თუმცა თანდაყოლილი სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით მაინც შეძლებენ სერიოზული კონფლიქტების თავიდან არიდებას.
ტყუპები (21 მაისი - 21 ივნისი)
სერიოზული ცვლილებები ელით ტყუპებს პირად ცხოვრებაშიც, რადგან ბევრს მოუწევს ურთიერთობების დასრულება და პარტნიორთან დამშვიდობება. მართალია, ზოგი სიხარულით შეხვდება სიახლეს, მაგრამ ზოგი პირიქით, დიდხანს ვერ შეძლებს დანაკლისის ანაზღაურებას. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება პარტნიორთან ურთიერთობისას, არ ღირს გაუთავებლად საკუთარ სურვილებზე საუბარი, უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი უკმაყოფილება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ურთიერთობის შენარჩუნებას. ნაკლებად გაუმართლებთ მარტოხელა ტყუპებს, რადგან ძალიან გაუჭირდებათ შესაფერისი პარტნიორის მოძიება, თუმცა გულს მაინც არ გაიტეხენ და ჩვეული სიმსუბუქით, თავქარიანობით გააბამენ ფლირტს ნებისმიერთან, ვინც ერთი ნახვით მოეწონებათ.