ევროპამ შესაძლოა, რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტი აკრძალოს
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ერთად განიხილეს ის გზები, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მათ მხარი ევროკავშირის ფერმერებს. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, რომ აიკრძალოს რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი.
მრავალმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ზომები მარცვლეულის ბაზარზე სიტუაციის მოსაგვარებლად, რაც რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტის საკითხსაც მოიცავს.
„ამ კონტექსტში, ევროკომისია აფასებს რუსეთიდან ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობას. ამის საფუძველზე, კომისია მალე მიიღბს გადაწყვეტილებას. ფერმერები დიდ გაურკვევლობაში არიან მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გამო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფერმერების მხარდაჭერა არსებულ ირობებში“, - ნათქქვამია ანგარიშში.
ბრიუსელი განმარტავს, რომ ამ საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, რომ ევროკავშირის ფერმერებისთვის შემსუბუქდეს ადმინისტრაციული ტვირთი, ვინაიდან მათ უწევთ დაიცვან ევროკავშირის სტანდარტები და ამავდროულად კონკურენცია გაუწიონ რუსეთიდან შემოსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.