6 ასტროლოგიური მოვლენა 2024 წლის აპრილში, რომლებიც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციასა და ცვლილებას გამოიწვევს
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის აპრილი არაერთი ასტროლოგიური მოვლენითაა დატვირთული, რაც თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, თუმცა მათგან ეს 6 თარიღი განსაკუთრებით საყურადღებოა:
1 აპრილს დაბნელების დერეფნის შუა წერტილია და როგორც ასტროლოგები ამბობენ ამ დღეს შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი ამბები მოხდეს, რომლებსაც კარმული ხასიათი ექნება. აღსანიშნავია, რომ დაბნელება ვერძი-სასწორის ღერძზეა, ამიტომაც მოულოდნელი ცვლილებები შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული.
შემდეგი მნიშვნელოვანი დღე 8 აპრილსაა. აღნიშნულ დღეს ვერძის ნიშანში დაბნელება და ახალი მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე საკმაოდ ძლიერ პროგრესზეა პასუხისმგებელი, რომელიც თქვენს წინსვლასა და პირად ინტერესებს დაუკავშირდება. ამიტომაც, შესაძლოა, 8 აპრილს ისეთი შეთავაზება, ან ინფორმაცია მიიღოთ, რაც სამომავლოდ განვითარებაში დაგეხმარებათ.
12 აპრილს ვერძის ნიშანში მერკური და მზე შეერთდებიან, რაც ფარულ, იდუმალ ურთიერთობებს, იდეებსა და პროექტებს წარმოშობს. შესაძლოა, მოულოდნელად, რაღაც განსხვავებულის გაკეთება გადაწყვიტოთ, სულ სხვა თვალით შეხედოთ არსებულ ურთიერთობებსა და კავშირებს და დიდი ტრანსფორმაციისათვის მოემზადოთ
18 აპრილს პლანეტა ვენერა მომავლის კვანძს უკავშირდება. ამ დღეს შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამომავლოდ რადიკალურად შეცლის. ასევე, შესაძლოა, არსებულ ურთიერთობაში დაიწყოთ დიდი ცვლილებები.
არა მხოლოდ აპრილის, არამედ მთელი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა კუროს ნიშანში ურანისა და იუპიტერის შეერთება პლანეტების სტელიუმთან ერთადაა. ეს მოვლენა 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული დღეების განმავლობაში, ფინანსური თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ყველა ადამიანი ცვლილებას იგრძნობს და მნიშვნელოვან სიახლეს შეიტყობს.
24 აპრილს მორიელის ნიშანში სავსე მთვარეა, რაც ფინანსურ და პირადი ურთიერთობების სფეროებში განსაკუთრებულ ცვლილებებს გვპირდება. შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ან კიდევ ურთიერთობების თვალსაზრისით დადგეთ მნიშვნელოვანი სიახლეების წინაშე.