წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხის ცენტრში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგიას მეგობრებთან ურთიერთშელაპარაკების შედეგად კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირებას თან ახლდა სროლა. წალენჯიხის მერიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თავად ირაკლი ეგია კი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„სამართალდამცველები ყველაფერში გაერკვევიან, არც ვიცი, რა უნდა გითხრათ ან რა კავშირი უნდა მქონდეს. მერია მიიღებს ყველა ზომას ფაქტის გარკვევიდან გამომდინარე, გავერკვევით ჩვენც ყველაფერში“, - ამბობს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა.