თეგებით ძიება

20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - გააკეთეთ მარტივი რიტუალები, წელი რომ ბედნიერი იყოს

20 მარტი – გაზაფხულის ბუნიობა/დღეღამტოლობაა. ამ დღეს მზე 07:07 სთ- ზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს.

აღინიშნება კოსმიური ახალი ციკლის დასაწყისი, ახალი წელი, ასტროლოგიის საერთაშორისო დღე, ბედნიერების დღე.

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გთავაზობთ მარტივ, პრაქტიკულ რიტუალებსა და რჩევებს:

1 – გაანულეთ ყველა წარსულის ნეგატიური პროგრამა, დაიწყეთ ახალი ცხოვრება, გარისკეთ, იაქტიურეთ, ეს არის გაზაფხულის, სიცოცხლის, ცეცხლის ენერგიის პირველი იმპულსი, როგორც ჩაივლის თქვენი დღე, ისეთივე იქნება მთელი წელი.2 -გამოაცხვეთ ბლინები, შეიქმენით საზეიმო განწყობა, გააწყვეთ სუფრა ხილით, ტკბილეულით, დაანთეთ სანთლები. გაუმასპინძლდით მეგობრებსა და მეზობლებს.3 – ჩამოწერეთ თქვენი სურვილები გეგმებად და იზრუნეთ მათ განხორციელებაზე.4 -თუ გსურთ გაიგოთ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი და შემოსავლები, ღამით ბალიშის ქვეშ მოათავსეთ მონეტა ან კუპიურა. სიზმარში აუცილებლად მიიღებთ მინიშნებას.5 – თუ მეწყვილე არ გყავთ, ბალიშის ქვეშ ნიშნობის ბეჭედი ან ბანქო (რომელიმე მასტის მეფე ან ვალეტი) უნდა მოათავსოთ, სიზმრად ნახავთ მინიშნებას, თუ უსიამოვნო სიზმარს ნახავთ, დილით მიიღეთ შხაპი და თქვენი სიზმარი წყალს გააყოლეთ.6 – ჩაიცვით ახალი სამოსი ან ფეხსაცმელი, მოათავსეთ (ფეხსაცმელში ან სამოსის ჯიბეში) ფურცელი, წარწერით : „წარმატება“, ან „იღბალი“, ან „ჯანმრთელობა“ და ა.შ.იყავით თამამი და გაბედული, ხმამაღლა განუცხადეთ სამყაროს თქვენი სურვილები და იყავით ბედნიერი!გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა