დაახლოებით 2000 ნეპალელი დაიქირავა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად - Sky News
Sky News ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაახლოებით 2000 ნეპალიელი მამაკაცი დაიქირავა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად.
ეს მაჩვენებელი ეფუძნება დაბრუნებული ჯარისკაცების ჩვენებებს და რუსეთის მიგრაციის სამსახურის მონაცემებს, ის ასევე შეადარეს იმ აქტივისტების მიერ მიწოდებულ შეფასებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნეპალელთა ოჯახებს, რომლებიც ჯერ კიდევ მსახურობენ ან მოკლეს.
Sky News ესაუბრა 35 წლის ნეპალელს, სახელად განეშს, რომელმაც ოთხთვენახევარი გაატარა დონეცკში ბრძოლაში, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ის ამბობს, რომ ნეპალელებს "ძაღლებივით ეპყრობოდნენ".
მისი თქმით, ჯარისკაცები ორი კვირით მიჰყავდათ ავანგარდის სასწავლო ცენტრში, სამხედრო აკადემიაში მოსკოვის გარეთ. ტრენინგის შემდეგ, ის ამბობს, რომ მკვეთრად შეიცვალა უცხოელი დაქირავებულების მიმართ მოპყრობა, მოულოდნელად მოხვდნენ კონფლიქტში ძალიან მცირე მხარდაჭერით.
"საჭმელი არ გვქონდა და რუსები გვცემდნენ", - ყვება ის და ამბობს, რომ ნეპალელი კაცები იყვნენ ქვემხის საკვები ომში და რომ რუსი ჯარისკაცები ფრონტზე მათ უკან იყვნენ.
Reuters-ის ცნობით, ამჟამად ნეპალის 100 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.
ახლა ნეპალელებისთვის უკვე უკანონოა დაქირავებულ სამხედროებად ბრძოლა, მათ შორის რუსეთში. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობამ მოქალაქეებს აუკრაძალა სამუშაოდ რუსეთში ან უკრანაში გამგზავრება და მოსკოვს სთხოვა ყველა ნეპალელის რეპატრიაცია, რომლებიც დაქირავებულნი იყვნენ. პოლიციამ დაიწყო აგენტებთანაც ბრძოლა.