თეგებით ძიება

სიკვდილიანობის 10 წამყვანი დაავადება საქართველოში

 ოფიციალურად საქართველოში ბუნებრივი სიკვდილიანობის უმრავლესობა 10 დაავადებაზე მოდის. ეს 10 დაავადება შემდეგია:

  1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მისით გამოწვეული პათოლოგიები (ინფარქტი, ინსულტი, თრომბი, გულის შეგუბებითი უკმარისობა და ა.შ.) დაახლოებით ყოველი მესამე ბუნებრივი სიკვდილის მიზეზი ეს დაავადებებია.
  2. სიმსივნეები. ფილტვის, მკერდის, საშვილოსნოს, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოები საქართველოში ყველაზე გავრცელებულია და ყოველი მეხუთე სიკვდილიანობა მასზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები დაიხვეწა და გადარჩენის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, სიმსივნური დაავადებები ქართული ჯანდაცვის სისტემის გამოწვევად რჩება. 2020 წელს სიმსივნით 8,000 ადამიანი დაიღუპა.
  3. სასუნთქი გზების დაავადებები და გრიპი არის მესამე გავრცელებული მიზეზი  სიკვდილიანობის.
  4.  ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები. 2020 წელს ამ მიზეზით 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
  5. შაქრიანი დიაბეტი. საქართველოში ძალიან გავრცელებულია შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ასიათასობით მოქალაქეს აწუხებს.
  6. თირკმლის დაავადებები, მათგან ყველაზე გავრცელებულია თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელსაც დიალეზის პროგრამით მკურნალობენ.
  7. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები. საქართველოში დაახლოებით 150,000 ადამიანი დაინფიცირებულია ც ჰეპატიტის ვირუსით, რომელიც წამყვანი მიზეზი ღვიძლის ციროზის.
  8. შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.
  9. საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები.
  10.  ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა