თეგებით ძიება

მსოფლიოში მენოპაუზის ასაკი განსხვავებულია - რა ასაკში დგება მენოპაუზა ქართველ ქალებში?

 მენოპაუზა ქალის ორგანიზმში ბუნებრივი,  ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ქალური ჰორმონების (ესტროგენი, პროგესტერონი) დონის დავარდნითა და რეპროდუქციული უნარის შეწყვეტით ხასიათდება. როდესაც ქალს მენსტრუაციული სისხლდენა ბოლო 12 თვის მანძილზე არ ჰქონია, ითვლება რომ მას მენოპაუზა დაუდგა. ამ წერტილამდე რამდენიმე წლით ადრე ორგანიზმში შესამჩნევი ცვლილებები იწყება, ქალების დიდ ნაწილს უვითარდება კლიმაქტერიული სინდრომი, რომლის გავრცელებული სიმპტომი ე.წ. ალებია.

 მენოპაუზის ასაკი მსოფლიოს გარშემო განსხვავდება ეროვნებების მიხედვით. ეს დამოკიდებულია გენეტიკაზე, ცხოვრების წესზე, კვებასა და ა.შ. აშშ-ში ჯანმრთელი თეთრკანიანი ქალები ბოლო მენსტრუაციულ ციკლს 50-51 წლის ასაკში განიცდიან, შავკანიანები 49 წლის ასაკში. ბრიტანეთსა და საფრანგეთში ეს ასაკი 52 წლით განისაზღვრება. აღმოსავლეთში მენოპაუზის ასაკი შედარებით დაბალია: ინდოეთი 46 წელი, ეგვიპტე 47 წელი, ირანი 48, ჩინეთი 49. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, თურქეთში მენოპაუზის ასაკი 47 წლით განისაზღვრება, ხოლო რუსეთში 50 წლით. 

 საქართველოში, ჯერ ოფიციალურად ამგვარი კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა სხვაადასხვა მონაცემის გათვალისწინებით (მენარქეს ასაკი, თეთრკანიანი კავკასიური რასა, კლიმატი და ა.შ.) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მენოპაუზის ასაკი საშუალოდ 49 წელია (ყველაზე გავრცელებული ასაკობრივი ჯგუფია 47-52 წელი)

 ცნობისთვის მენოპაუზას წინ უსწრებს პერი-მენოპაუზა (ბოლო სისხლდენამდე 2-3 წლით ადრე) პრე-მენოპაუზა (6-7 წლით ადრე). დადასტურებულია, რომ მენოპაუზას 1.5-2 წლით უფრო ადრე განიცდიან მწეველი ქალები. 40 წლამდე ნაადრევ მენოპაუზას განიცდის ქალების საშუალოდ 1-3%. ზოგიერთი ქალი კი ამ პერიოდს საკმაოდ გვიან 55 წლის შემდეგაც კი გადის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა