თეგებით ძიება

რა არის აფლატოქსინ M1-ი, რომელიც რძეში აღმოაჩინეს და რამდენად საშიშია ის?

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რძის ნიმუშებში ჭარბი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერება, სახელწოდებით აფლატოქსინ M1-ი აღმოაჩინეს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა. 

რა არის აფლატოქსინ M1-ი, რომელიც რძეში აღმოაჩინეს, ხდება თუ არა თერმული დამუშავებით მისი სრული გაუვნებლობა და რამდენად საშიშია? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს:

"ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რძის პროდუქტებში ტოქსიკური ნივთიერება აფლატოქსინ M1-ი ჭარბი რაოდენობით აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოება დაინტერესდა ნივთიერებით და მედიკოსებმაც არაერთი განცხადება გააკეთეს.

სამედიცინო კვლევების მიხედვით აფლატოქსინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელსაც ობის სოკოები გამოყოფენ.

ნივთიერება გვხვდება თხილში, ნუშსა და ფისტაში. ასევე სიმინდში, ხორბალსა და ბრინჯში. შესაძლოა გაჩნდეს არასწორად შენახულ ჩაიშიც.

ის სახელდება სიმსივნის გამომწვევ ნივთიერებადაც. მისი წარმოქმნა შესაძლოა გამოიწვიოს მაღალმა ტენმა, სიცხემ და არასწორად შენახვის პირობებმა“, - ისაუბრეს გადაცემაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა