თეგებით ძიება

"შესაძლოა, 2025 წლიდან ყოველი მეორე ახალშობილი აუტიზმის რისკჯგუფის მატარებელი იყოს“ - რა გამოწვევების წინაშე დგანან აუტიზმის მქონდე ბავშვები და მოზარდები?

რა გამოწვევების წინაშე დგანან აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები და მოზარდები საქართველოში, რა როლი აქვს საზოგადოებას მათ ინტეგრაციასა და განვითარებაში? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის დამფუძნებელმა, სოფო კერესელიძემ ისაუბრა:

„2011 წლიდან, 2 აპრილს დაიწყეთ აუტისტური სპექტრის მქონდე ბავშვების დღის აღნიშვნა. ყოველწლიურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ ამაზე. იმედი მაქვს, მივალთ იმ დრომდე აღარ იქნება ამაზე საუბარი საჭირო. სამწუხაროდ ძალიან მზარდი პროცენტი გახლავთ დაავადებული ადამიანების. თუ ასეთი პროცესი გაგრძელდა, შესაძლოა 2025 წლიდან ყოველი მეორე ახალშობილი იყოს რისკჯგუფის მატარებელი. აუცილებელია გაზრდილი ცნობიერება, რადგან ძალიან დიდ გავლენას ახდენს დაავადებულთა მენტალურ ფსიქიკაზე. დახარჯული შრომის პირდაპირპროპორციულია გამოსავალიც. სწორი კარგი და თანმიმდევრული სერვისების შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ჰყვება სოფო კერესელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა