თეგებით ძიება

რატომ არის სასარგებლო ღორის ქონი (სალა)

როგორც წესი, ღორის ქონს სიფრთხილით ვეპყრობით მაღალი კალორიული შემცველობის გამო.

თუმცა, ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში დიეტოლოგებმა გადახედეს თავიანთ პოზიციას ამ პროდუქტის მიმართ. ღორის ქონი შეიცავს ვიტამინებს A, E, D, არაქიდონის, ლინოლეინის მჟავებს, თუთიას და სელენს.

D ვიტამინის შემცველობით, ქონი მეორე ადგილზეა ვირთევზას ღვიძლის შემდეგ. ამ ვიტამინს აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი: იცავს იმუნურ სისტემას, აფერხებს კიბოს, ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას ძვლოვან ქსოვილში და ასევე მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში.

არაქიდონის და ლინოლეინის მჟავები ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებას, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის შემცველობას, მონაწილეობს უჯრედული მემბრანების ფორმირებაში და გულის კუნთის მუშაობაში.

ღორის ცხიმში სელენი ადვილად ასათვისებელი ფორმითაა, რის გამოც ის მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სწორად გამომუშავებაში, ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკაში და იცავს უჯრედის მემბრანას თავისუფალი რადიკალებისგან.

თუთია ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას და გაციების თავიდან აცილებას.

იმისათვის, რომ ქონი სასარგებლო იყოს, უნდა დაიცვათ ზომიერება და არ მიირთვათ დღეში 20 გრამზე მეტი.

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებმა უნდა შეზღუდონ დამარილებული ქონის მოხმარება. აუცილებელია გამოირიცხოს მისი გამოყენება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების გამწვავებისას, აგრეთვე ქოლესტერინის ცვლის დარღვევის შემთხვევაში.

გაეცანით სასარგებლო რეცეპტს:

აიღეთ თანაბარი რაოდნობით – დაახლოებით 200-200 გრამი კაკაოს ფხვნილი, ღორის მუცლის ქონი და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ მიიწვას მანამ, ვიდრე არ ადუღდება. შემდეგ გადადგით და გააცივეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ძალიან ცხელ რძეში და ისე დალიეთ.

წამალმა ზოგჯერ კუჭის შეკრულობა იცის, ასეთ დროს, წამლის ამ თვისების გასანეიტრალებლად უნდა მიირთვათ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.

სიგამხდრისას დადებითი შედეგი მოაქვს ასეთ ნარევს.

აიღეთ 400 გრამი ღორის მუცლის ქონი და 6 ცალი დიდი მწვანე ვაშლი. ვაშლი არ გაფცქვნათ, ისე დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად.

დაქუცმაცებული ვაშლი და ქონის ნარევი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე.

ცალკე აიღეთ 12 კვერცხის გული და ათქვიფეთ 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად თეთრი მასის მიღებამდე.

დაამტეთ 400 გრამი სახეხზე გახეხილი შოკოლადი.

საცერში გაატარეთ გამდნარი ქონი ვაშლთან ერთად და მიღებული მასა შეურიეთ კვერცხის გულის, შაქრისა და შოკოლადის მასას. წაუსვით პურზე და მიირთვით საკვების ყოველ მიღებაზე (დღეში 3-4-ჯერ). აუცილებლად დააყოლეთ ცხელი რძე.

ასეთი მკურნალობით კვირაში 1-2 კგ-ს მოიმატებთ.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა