თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი 4 ნიშნისთვის იქნება პრობლემური დაბნელების დერეფანი - ეზოთერიკოსის გაფრთხილება

ეხოთერიკოსი, ნინა სუსლოვა „დღის პოსტის“ მაყურებელს დაბნელებების დერეფანთან დაკავშირებით საკუთარ რეკომენდაციებს უზიარებს.

„ახლა გარდამავალი პერიოდია, თან პოზიტიური, თან ნეგატიური. დაბნელება არ ნიშნავს ცუდ პერიოდს, თუ მას სწორად გამოვიყენებთ, უბრალოდ, ძველი, დაფარული, დაუსრულებელი რაღაცები ყოველთვის წინ იწევს. დაბნელება ხდება ვერძი-სასწორის ღერძზე, ყველაზე მეტად იმოქმედებს ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქაზე. ეს მთვარის დაბნელება უფრო მეტად იმოქმედებს მათზე, ვინც დაბადებულია ზოდიაქოს ციკლის პირველ ნახევარში – მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში.

შესაძლებელია, იყოს გაურკვევლობა და კონფლიქტები, არ უნდა ვიყოთ იმპულსურები. არ არის კარგი, მომინდა რაღაც და გავაკეთე დაუფიქრებლად. ზოგიერთ შემთხვევაში სავალალო შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ასე მოხდეს. გვმართებს მეტი სიმშვიდე. არ შევიდეთ კამათში არავისთან. მეტი სიფრთხილე გვმართებს ჯანმრთელობასთან“, - ამბობს ეზოთერიკოსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა