თეგებით ძიება
23. 03. 2024 მსოფლიო

კადიროვის 18 წლის შვილმა გასცა დავალება, "გაანათლონ" ადამიანები, ვინც ინტერნეტში ჩეჩნეთის ტრადიციებს შეურაცხყოფენ

 ჩეჩნეთის 18 წლის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, რამზან კადიროვის შვილმა თავის სამინისტროს დაავალა, გაეკონტროლებინათ და "გაენათლებინათ" ადამიანები, რომლებიც არღვევენ ჩეჩნურ ნორმებსა და ტრადიციებს სოციალურ მედიაში.

ოთხშაბათს, Grozny TV-მ, ჩეჩნეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმატ კადიროვმა დაავალა თავისი სამინისტროს თანამშრომლებს, თვალყური ადევნონ პლატფორმებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში გადასცენ ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება "ჩეჩნურ კულტურას და ღირებულებებს".

ვინც ჩეჩნურ ტრადიციებს არღვევს, სამინისტროში დაიბარებენ, რათა "გაანათლონ". არც გროზნოს ტელევიზიამ და არც ახალგაზრდობის სამინისტრომ არ განუმარტა, თუ რას გულისხმობს "განათლება“, ან რას მიიჩნევენ ჩეჩნური ღირებულებების წინააღმდეგობად.

"აღნიშნავთ, რომ ახმატ კადიროვი აქტიურად ეწევა პრევენციულ მუშაობას ახალგაზრდებში. მანამდე ის შეხვდა არასრულწლოვანთა საქმეების დეპარტამენტში რეგისტრირებულ რთულ მოზარდებს”, — იტყობინება გროზნი ტივი.

მსგავსი ზომების მიღებას ჩეჩნეთის ხელისუფლება ადრეც განიხილავდა. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა 2021 წელს განაცხადა, რომ სოციალური მედიის მომხმარებლები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა "ტიკტოკი".

მაშინ დაუდოვმა ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაავალა, "ამისთვის დიდი ყურადღება მიექციათ“.

"პირველ რიგში, ჩვენ განვმარტავთ, რომ არ არის მიზანშეწონილი ასეთი ქცევა; მეორეც — ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ახალგაზრდობისთვის და თუ ვერ გაიგეს, მაშინ შეგვიძლია ეს შევაჩეროთ“, — განაცხადა დაუდოვმა 2021 წელს.

გასულ წელს, ხამზათ კადიროვმა, რამზან კადიროვის ძმისშვილმა და მრჩეველმა, ასევე, პირობა დადო, რომ მოახდენს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ჩეჩნურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან.

გასულ წელს რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი 16 წლის ვაჟი, ადამი, სცემდა კაცს, რომელსაც ვოლგოგრადში ყურანის დაწვაში ედება ბრალი.

ადამ კადიროვის თავდასხმა ჟურაველზე იყო ერთ-ერთი შემთხვევა მრავალთაგან, როდესაც ადამიანები — მათ შორის, არასრულწლოვნები, გაასამართლეს, დაამცირეს, ან — ისლამის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოახდევინეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა