„როცა ლევან წულაძე მუშაობს, ფროიდი ისვენებს. არადა, მახსოვს, მას კარგი კომედიები გამოსდიოდა...“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემმა ცოლმა, სტადიონზე შენ ვერ მიდიხარ, თეატრში მაინც წავიდეთო და წამიყვანა " თეატრი სახელოსნო 42"-ის სპექტაკლზე "ფრეკენ ჟული". ორ ბილეთში ასი ლარი გადაიხადა და სპექტაკლი ისეთი გამოდგა, ჯერ კიდევ მემალება, რომ არ მოვკლა.
თანამედროვე ენაზე თუ ვიტყვით, დაქრინჯული ვარ.
(ვისაც დასპოილერება არ უნდა, პოსტის დანარჩენი ნაწილი არ წაიკითხოს.)
მესმის, რომ გავრცელებული ხერხია, წინა საუკუნეების პიესების დადგმისას მოქმედების თანამედროვე ეპოქაში გადმოტანა, მაგრამ თემას ხომ გააჩნია? რაღა დროს კლასებს შორის დაპირისპირება და ბატონის ქალიშვილის და მსახურის ურთიერთობაზე გადაფსიხებაა, ამ გაგანია 21-ე საუკუნეში? თუ ამ თემას ტოვებ სპეკტაკლში, მაშინ მოქმედებაც დატოვე მე-19 საუკუნეში. რატომაა აუცილებელი ყველაფრის თანამედროვეობააში გადმოტანა? ტრანდია და იმიტომ? ან იქნებ უფრო პროზაული მიზეზია - კოსტიუმებზე ფულს ზოგავ.
წარმოიდგინეთ, სპექტაკლში, სადაც მანქანები და მობულური ტელეფონები ჩითავს, კონფლიქტის ერთი ხაზია, რა სირცხვილია ბატონის ქალიშვილს მიერ მსახურთან საქმის დაჭერა. რას იტყვის ხალხი ამის გამო და ა. შ.
ასევე წარმოიდგინეთ, რა სიგიჟეა თანამედროვე შვედეთში ამის გამო ქალი და კაცი სხვა ქვეყანაში გადახვეწას ფიქრობდნენ.
ან რა სიგიჟეა ქალიშვილობის დაკარგვა იყოს დრამა. საქართველოში მაინც გადმოეტანა მოქმედება, მაგრამ აქაც აღარაა ეს დრამა. თან რეჟისორი ამას იმხელა დატვირთვას აძლევს, რომ სიტყვიერად ნათქვამი არ ყოფნის და სცენაზე ჩნდება სისხლიანი ტრუსიკი, რომელსაც ბიჭი ცეცხლს უკიდებს და წვავს.
რა ღრმა ფილოსოფიური და სიმბოლური დატვირთვა ჩადო ამ სცენაში რეჟისორმა, ამაზე ფიქრით თავსაც კი არ შევიწუხებ, მხოლოდ ის მაწუხებს, რომ ეს ტრუსიკი სცენაზე ნახევარი საათი იწვოდა და სუნი ახლაც მცემს.
თუმცა მთავარი განსაცდელი თურმე წინ მელოდა: ტრადიციულად კაცი ნაძირლა გამოდგება, ამ ქალთან ერთად არსადაც არ გაიქცევა, პლუს სხვა ქალიც უყვარს. ამ ყველაფრის გამო სასლწარკვეთილ ფრეკენ ჟულის დამბაჩას აწვდის და თავის მოკვლას სთავაზობს. ერთი წამით ვიფიქრე, ახლა ეს ქალი აიღებს და ამ დამბაჩას ამ კაცს დაახლიის, ცინიკური ფინალი ცოტა სიტუაციას გამოასწორებს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ - წავა 21-ე საუკუნის შვედი ქალი და ამ ყველაფრის გმაო თავს მოიკლავს. გგონიათ, ესაა ყველაფერი? არა ბატონებო! აქ მთავარია როგორ მოიკლავს. რეჟისორს "გენიალური" იდეა მოსვლია: ქალი დამბაჩას ვაგინაში შეიყოფს და ისე გაისვრის.
მოკლედ, როცა ლევან წულაძე მუშაობს, ფროიდი ისვენებს.
არადა, მახსოვს, მას კარგი კომედიები გამოსდიოდა და იქნებ, დრამა არაა მისი საქმე?“