27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სანამ დასკვნებს გამოიტანთ, ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია კარგად შეისწავლოთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. თუ დაქორწინებული არ ხართ, მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ.
კურო
ამ დღეს გარშემომყოფებისგან ბევრ საქებ სიტყვას მოისმენთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ, რადგან ბევრისთვის საუკეთესო მეგობარი იყავით და ბევრჯერ დაეხმარეთ. მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს.
ტყუპები
მხოლოდ იმიტომ, რომ „მარცხენა ფეხზე ადექით“, ადამიანები არ უნდა შეურაცხყოთ და თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ უნდა გააფუჭოთ. მით უმეტეს, რომ მეორე დღესვე ყველაფერს სხვანაირად შეაფასებთ და შეიძლება საკუთარი საქციელი სანანებლად გაგიხდეთ. საღამოს, გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.
კირჩხიბი
უმიზეზო ნერვიულობით საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც განწყობას გაუფუჭებთ. ეცადეთ, მოდუნდეთ და ბრაზი იმ ადამიანებზე არ იყაროთ, ვისაც თქვენს ცუდ განწყობასთან საერთო არაფერი აქვს. ოჯახურ პრობლემებზე ფიქრი მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ეცადეთ, ოჯახის საქმეები ოჯახში დატოვოთ და სამსახურში მუშაობისთვის განეწყოთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.
ლომი
ვარსკვლავები ხელსაყრელ და წარმატებულ დღეს გპირდებიან. გახსოვდეთ, რომ რობოტი არ ხართ და დროდადრო დასვენება გჭირდებათ. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ თქვენი მონდომება შენიშნოს, ჯანმრთელობა არ უნდა დაიზიანოთ. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ადამიანს, რომელიც ადრე ბევრჯერ დაგეხმარათ, შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეს.
ქალწული
ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში მეტი შემოქმედებითი უნარი გამოიჩინოთ. ამით საჭირო ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ და შეიძლება ხელსაყრელი შეთავაზებები მიიღოთ. ნუ მისცემთ შურიან კოლეგებს უფლებას, რომ თქვენზე ჭორები გაავრცელონ და ავტორიტეტი შეგილახონ. დააფასეთ პარტნიორი, რომელიც ხშირად თქვენს აუტანელ ხასიათს ითმენს და აგრძნობინეთ, რომ საჭირო დროს ყოველთვის მის გვერდით იქნებით.
სასწორი
დაწყება ყოველთვის რთულია, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. შეგიძლიათ მეგობარს ან კოლეგას დახმარება სთხოვოთ, მაგრამ არასოდეს დანებდეთ. სავარაუდოდ, სამსახურში პროფესიულ უთანხმოებებს დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. ზოგადად, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან წარმატებული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.
მორიელი
დროა, გეგმების შედგენიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ და გარშემო მყოფებს და საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ სურვილის შემთხვევაში ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობართან, დამსაქმებელთან ან პარტნიორთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!
მშვილდოსანი
ეცადეთ, სირთულეებს მომზადებული შეხვდეთ და თავისუფალი დრო პოზიციების გაძლიერებას დაუთმოთ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს და ნერვებს. ხელსაყრელი დროა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობთ. საღამოს ოჯახის წევრებისგან კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ.
თხის რქა
წლების წინ ყველა საქმეს თავად უმკლავდებოდით და დახმარება არ გჭირდებოდათ, მაგრამ დრო გადის და შეხედულებები და ფასეულობები იცვლება, ამიტომ დახმარების თხოვა ნუ მოგერიდებათ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, რომლებიც შეიძლება პარტნიორზე მოისმინოთ და საერთოდ, ჭორიკანა ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირეთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ უფლება, თქვენი მანიპულირება მოახდინოს.
მერწყული
დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ დამსახურებული ჯილდოს მიღებაში ხელს არაფერი შეგიშლით. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ. სანამ საყვარელ ადამიანთან კამათს დაიწყებთ, ჯობია, საკუთარ აზრებში გაერკვეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, უფროსი ნათესავებისგან ფინანსური დახმარება მიიღოთ.
თევზები
ამ დღეს ყველაზე მეტად რუტინული სამუშაო გაღიზიანებთ. ეცადეთ, შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფი ადამიანები თქვენი უნარებით გააოცოთ. სასურველია, დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაატაროთ.