კიბერ საფრთხის გამო, ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბერ საფრთხის გამო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"ეს მნიშვნელოვანი მავნე კიბერაქტივობა აგრძელებს არაჩვეულებრივ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის," - ნათქვამია დოკუმენტში.
პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა 2024 წლის 1 აპრილის შემდეგ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.
აშშ-ში პირველი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გარე კიბერ საფრთხეებთან, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის 1 აპრილს შემოიღო. მას შემდეგ ის ყოველწლიურად გრძელდება სტანდარტული პროცედურის მიხედვით.